• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არც იმაზე იდარდოთ, გაქვთ თუ არა სუფრაზე გოჭი და ინდაური, ვიფიქროთ იმაზე, რომ 2023 წლამდე უკეთესი მდგომარეობით მივიდეთ” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
21:24 01-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“არ იდარდოთ, თუ არ შესრულდა შარშანდელი ოცნებები და სურვილები. ახალ წელს აზრს სწორედ ის სძენს, რომ მომდევნო წელს დავუკავშიროთ იმედები, თორემ რა იქნებოდა სხვანაირად ეს დღესასწაული – ოდენ ჭამა-სმა ?!

ამ დღეებში ცოტა უნდა ამოვისუნთქოთ. გადავხედოთ წარსულ დღეებს – სად და რატომ შევცდით, რა გავაკეთეთ სწორად; რა უნდა განვაგდოთ, რა დავიტოვოთ. რატომ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზანს, რა დავაკელით, სად გადავაჭარბეთ.

საქართველოსთვის უმძიმესი წელი იყო. იმის ნაცვლად, რომ წინ გვევლო, კიდევ ერთხელ უკან დავიხიეთ დიდი ნაბიჯებით. არ უნდა დავუშვათ, ჩვენი ქვეყნის ასე ნანატრი დამოუკიდებლობა ჩვენ თვალწინ დაიკარგოს. ვკითხოთ ჩვენს თავს – 2021 წელს დასუსტდა თუ გაძლიერდა ქვეყანა. პასუხი ყველამ ვიცით განურჩევლად იმისა, ვის რა პოლიტიკური განწყობები გვაქვს. ზოგი ხმამაღლა ყვირის, ზოგიც გულში ფიქრობს, მაგრამ რეალობა ყველამ იცის. გარედან სასიკვდილო საფრთხე გვემუქრება – რაც უფრო დავსუსტდებით შიგნით, უფრო ადვილად მოგვისპობენ თაობების სისხლით მოტანილ სახელმწიფოს.

2020-2021 წლებში 13 ათასზე მეტი ადამიანი დავკარგეთ – ამდენი ხალხი არც ერთ ომს არ უმსხვერპლია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. არადა შეგვეძლო, რაოდენობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო. უამრავი ოჯახი გაუბედურდა.

სულ უფრო მეტ ადამიანს შია ჩვენ გარშემო. ვინც ღარიბი იყო, გაღატაკდა. ვისაც რამე ებადა, გაღარიბდა.

ყველაფერს არ ჩამოვთვლი. ისე, ცუდში ყოველთვის არის რაღაც კარგი – ახლა უკვე ყველანი მივხვდით, რომ ვერავინ აიშენებს გალავანს საკუთარი თავის გარშემო; ყველა მიხვდა, რომ არ არსებობს მუდმივი ინდივიდუალური ბედნიერება, როცა ირგვლის უამრავი ნაცნობი ცუდადაა; მივხვდით, რომ როგორც კორონას ვერ გავექცევით, ასევეა ყველა ვირუსი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს – კორუფცია თუ უსამართლობა. მგონი მივხვდით -კერძო საზოგადოს ნაწილია და საზოგადო კერძოსაც შეეხება. ეს გვიბიძგებს, ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. ვფიქრობ, ვგრძნობ, უფრო მეტმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ თუ წინ არ მიდიხარ, უკან იხევ. საბოლოოდ, არ არსებობს მარადიული კომფორტული ჭაობი.

არ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ წარსულით, არც მხოლოდ მომავლით. აწმყოს ხალხი უნდა გავხდეთ. უნდა გვახსოვდეს და ამასთან, დავძლიოთ წარსული ტკივილები და ვიყოთ მეტად პრაგმატულები. არავის მოვატყუებინოთ თავი – ვინც ბევრს ლაპარაკობს ღმერთზე, ის ხშირად სწორედ ღვთის მცნებების წინააღმდეგ მოქმედებს; ვინც ბევრს ლაპარაკობს პატრიოტიზმზე, ის შეიძლება, სულ სხვას ემსახურება და არა საქართველოს; ვინც მწარე სიმართლეს ამბობს, მტერი არ არის. ვიყოთ უფრო მეტად კრიტიკულები და გულუბრყვილობა მოვიცილოთ. პოლიტიკა არ მაინტერესებს – დავივიწყოთ ეს ფრაზა, თუ საკუთარ თავს მოქალაქეს ვუწოდებთ. თუ უარს ვამბობთ მოქალაქედ ყოფნაზე, პოლიტიკა მაინც შეგვეხება და თან ცუდად. იმდენად ცუდად, რომ იმუნიტეტდაქვეითებულებს ისე მოგვერევა, როგორც კოვიდი.

იმედია, ამ ტექსტს დიდაქტიკურ სტატუსად არ ჩამითვლით. დავჯექი და დავწერე, რაც მაწუხებს. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ვეუბნები ამ ყველაფერს.

გილოცავთ 2022 წელს. უკეთესი დღეების იმედით.

PS

არც იმაზე იდარდოთ, გაქვთ თუ არა სუფრაზე გოჭი და ინდაური. ვიფიქროთ იმაზე, რომ 2023 წლამდე უკეთესი მდგომარეობით მივიდეთ.”

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved