• რეკლამა
  • კონტაქტი
14:13, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არც გენერალი ვარ, არც “კანონიერი ქურდი” – ტარიელ ონიანი

ალია ავტორი - ალია
19:16 03-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,201

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ რუსეთიდან ექსტრადირებული ქართველი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის საქმის განხილვა დაიწყო.

ესპანეთის პროკურატურა ონიანს დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ედავება და ირწმუნება, რომ ბრალდებული „კანონიერი ქურდების ქუთაისური კლანის კრიმინალური გენერალია“.

თავად ონიანმა სასამართლო პროცესზე უარყო კრიმინალურ იერარქიაში მაღალი სტატუსი და განაცხადა, რომ „ეს მხოლოდ ლეგენდაა“.  

ესპანეთმა ტარიელ ონიანის ექსტრადირებაზე რუსეთთან მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველ „კანონიერ ქურდს“ მოსკოვში 10-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. საბოლოოდ, რუსეთი ესპანეთში ექსტრადირებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მიიღო გარანტია, რომ ონიანს იქ ფულის გათეთრების ბრალდებას მოუხსნიდნენ და მხოლოდ მაფიის წევრობის ბრალდებით გაასამართლებდნენ. ფულის გათეთრებაზე ონიანს ესპანეთში მრავლწლიანი სასჯელი ელოდა, რუსეთის ულტიმატუმის და ვრცელი მიმოწერის შემდეგ კი მას ბრალი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდება. ახლა მისი ადვოკატები ესპანეთის სასამართლოში ცდილობენ მაფიის წევრობის ეპიზოდშიც ტარიელ ონიანი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი.

ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორმა ხოსე გრანდავმა სასამართლო მოსმენის დროს  განაცხადა, რომ ონიანი გახლავთ „კანონიერი ქურდი“, რომელიც  მიკუთვნებულია „ქუთაისის“ დანაშაულებრივ ორგანიზაციისა.

ამის საპასუხოდ, ტარიელ ონიანმა განაცხადა, რომ „კანონიერი ქურდობა და კრიმინალურ იერარქიაში მისი მაღალი სტატუსი მხოლოდ ლეგენდაა“.

“საქართველოში პატივს მცემენ და გენერლად მომიხსენიებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ომის დროს თანამოქალაქეებით დაკომპლექტებულ გასამხედროებულ დანაყოფში გენერლად ვითვლებოდი.

ონიანმა კატეგორიულად უარყო კავშირი საქმის მასალებში ნახსენებ სხვა კრიმინალურ „ავტორიტეტებთან“ და განაცხადა, რომ არასდროს მონაწილეობდა მაფიის შეკრებებში.

„თავს უმწეოდ ვგრძნობ. არ ვიცი, როგორ დავამტკიცო, რომ ასეთი  ორგანიზაცია – „ქუთაისის დანაშაულებრივი დაჯგუფება“ – არ არსებობს. მე არ ჩამიდენია რაიმე დანაშაული, მე არ ვარ დამნაშავე  არაფერში და გთხოვთ, რომ ყველა ბრალდება მომიხსნათ, რასაც ისინი (პროკურატურა) მედავებიან“

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved