• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ სააკაშვილმა პირადად “შეუკვეთა” ვალერი გელაშვილის ცემა? აქვს დამბრალებელს ასეთი საბუთი?” – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
18:27 10-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

პოლიტოლოგი, გია ნოდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემთვის ძალიან უცნაურია, როცა სამართლიანობაზე ორიენტირებულ ადამიანებს ეჭვი შეაქვთ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ჩემი აზრით, გაუგებრობას იწვევს ორი ტიპის გავრცელებული აღრევა; ეს ბევრჯერ თქმულა და მეც მითქვამს, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ ბევრჯერ უნდა გავიმეოროთ. 

1. ვინმეზე რომ ამბობ, რომ პოლიტპატიმარია, ეს არ ნიშნავს იმის თქმას, რომ ის უდანაშაულოა. “პოლიტპატიმარი” ნიშნავს პირს, ვისი დევნაც ხდება პოლიტიკური მოტივით. 

2. თუ ამბობ, რომ პოლიტიკური ლიდერის რაიმე ქმედება პოლიტიკურად არასწორია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულიცაა. პოლიტიკური პასუხიმგებლობა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ორი სრულიად სხვადასხვა რამეა.   

რაც შეეხება პირველ პუნქტს, ვინც ამტკიცებს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, უნდა სწამდეს, რომ ხელისუფლებას გავლენა არ მოუხდენია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების შექმნაზე და რომ მოსამართლეები, ვინც მას რაღაც მიუსაჯა, პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ ყოფილან. ვისაც ასე გწამთ, ღმერთმა ეს რწმენა შეგარგოთ. 

რაც შეეხება მეორე თემას, ვინც ამტკიცებს, რომ მიშა სწორად ზის, უბრალოდ ის კი არ უნდა თქვას, რომ მას რაღაც არასწორად გაუკეთებია, არამედ ის, რომ კონკრეტულ  სისხლის სამართლის საქმეებში არის კონკრეტული მტკიცებულება, რომ სააკაშვილმა კონკრეტული კანონი დაარღვია. 
ნამდვილად ვერ ვამტკიცებ, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რასაც კომპეტენტური და მიუკერძოებელი მოსამართლე დანაშაულად არ ჩათვლიდა – მაგრამ ვერც იმას ვამტკიცებ, რომ გაუკეთებია. დასაბუთების ტვირთი ყოველთვის დამბრალებელზეა.  

ბევრი დამბრალებელი ზოგადად ამბობს: აბა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლა სწორი იყო? ან ვალერი გელაშვილის ცემა სწორი იყო? აბა რანაირადაა მიშა უდანაშაულო? ასე ლაპარაკს ქვია ზერელობა. დამბრალებელს ან საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს უპირობო რწმენა უნდა ჰქონდეს, ან კონკრეტულ საქმეებში უნდა იყო ჩახედული (რასაც ვერ ვამჩნევ). 

7 ნოემბრის აქციის დაშლა მე მაშინვე საჯაროდ გავაკრიტიკე, მაგრამ ვგულისხმობდი ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ მიზანშეწონილებას. ეს არ ნიშნავს, რომ ის კანონს ეწინააღმდეგებოდა; ავტორიტეტულ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებსაც კი ასეთი შეფასება არ გაუკეთებიათ. სააკაშვილის გადაწყვეტილებას აქციის დაშლაზე შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ აქედან არანაირად არ გამომდინარეობს, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. 

ვალერი გელაშვილის ცემა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქაა ნაციონალური მოძრაობის რეპუტაციაზე. ეს შეფასებაც მაშინვე საჯაროდ გავაკეთე. რაკი სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, მას ზოგადი პოლიტიკური პასუხიმგებლობა ეკისრება იმაზე, რაც მისი მმართველობის პერიოდში ხდებოდა. მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ მან პირადად “შეუკვეთა” ეს ცემა. მე ვერ განვსჯი, არსებობს თუ არა, მაგრამ ვინც დამბრალებელია, ასეთი საბუთი უნდა ჰქონდეს. აქვს? არ ვიცი.”

თეგები: გია ნოდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved