• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

ალია ავტორი - ალია
18:23 07-05-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
არქი ჰორაიზონი
Facebook-ზე გაზიარება
707

საქართველოში #1 დეველოპერულმა კომპანიამ „არქიმ“ მორიგი დიდი ფასდაკლების დღე გამართა. მხოლოდ ერთ დღეში „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსში 186 ბინა გაიყიდა.

ღონისძიება „არქი გრანდ ავენიუზე“ გაიმართა და განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, „არქი ჰორაიზონში“ ბინა შეეძინათ სპეციალურ ფასად, რომელიც მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებდა და აღარ განმეორდება.

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღის გაყიდვები სიმბოლურად გონგის ხმაზე გაიხსნა. გაყიდვების დაწყება სტუმრებსა და არქელებს „არქის“ პარტნიორმა ზაზა ფაჩულიამ და კომპანიის დამფუძნებელმა ილია წულაიამ აცნობეს. ღონისძიების ფარგლებში „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა სტუმრებს „არქი ჰორაიზონის“ პროექტი დეტალურად გააცნო.

„არქი ჰორაიზონი“ თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსია. პროექტი გამოირჩევა პანორამული ხედებით, თანამედროვე არქიტექტურით, მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. კომპლექსში გათვალისწინებულია გარე აუზი, რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედნები, პადელის კორტი, საბავშვო სივრცე, სავარჯიშო დარბაზი, სამეზობლო ლაუნჯი და ავტოსადგომი.

„5 ივლისის დიდმა ფასდაკლების დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მაღალია ინტერესი პრემიუმ საცხოვრებელი პროექტების მიმართ. ერთ დღეში 186 ბინის გაყიდვა აჩვენებს, რომ „არქი ჰორაიზონი“ საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზე, სპეციალურ ფასად შეეძინათ ბინა პროექტში, რომლის ღირებულების ზრდის პოტენციალიც ძალიან მაღალია“, – განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.

„არქი ჰორაიზონის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მაღალი ენერგოეფექტურობაა. პროექტის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები შეაფასა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ENVIROS-მა, რომელიც Société Générale-ის ჯგუფის წევრია და ენერგოაუდიტისა და მდგრადობის მიმართულებით 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

ENVIROS-ის შეფასებით, „არქი ჰორაიზონი“ ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა და შესაბამის ევროპულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პროექტის ენერგოეფექტური დიზაინი მაცხოვრებლებს უფრო კომფორტულ და ეკონომიურად ეფექტიან საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ფასდაკლების დღე „არქის“ ტრადიციული შეთავაზებაა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, კომპანიის გამორჩეულ პროექტებში ბინა განსაკუთრებული პირობით შეიძინონ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved