• რეკლამა
  • კონტაქტი
13:31, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

ალია ავტორი - ალია
12:41 09-17-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

Trump Tower Tbilisi-ის საერთაშორისო დებიუტი გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებით შედგა, რომელსაც საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საღამო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური უძრავი ქონების პროექტის ოფიციალურ წარდგენას მიეძღვნა.

ღონისძიება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილას – ფუნიკულიორზე, ქალაქის საუკეთესო ხედების ფონზე გაიმართა. დახურულ საზეიმო მიღებას მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ბიზნესის ლიდერები, პროექტის პარტნიორები, ინვესტორები, ცნობილი ადამიანები, არტისტები, ინფლუენსერები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისის განათებული პანორამის ფონზე სტუმრებმა პირველად იხილეს Trump Tower Tbilisi-ის ხედვა, არქიტექტურა და ცხოვრების სტილის კონცეფცია მულტიმედიური პრეზენტაციის საშუალებით. ღონისძიების პროგრამა ქართულ კულტურულ ელემენტებსა და საერთაშორისო მუსიკალურ წარმოდგენებს აერთიანებდა. სტუმრების წინაშე წარდგნენ Grammy-ის მფლობელი არტისტი CeeLo Green და საერთაშორისო DJ და პროდიუსერი Francis Mercier.

ღონისძიებამ ასევე წარმოაჩინა Downtown Tbilisi-ის საერთაშორისო ხედვა და ამბიციები, რომლებიც თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ დაგეგმილ ახალ მრავალფუნქციურ ურბანულ პროექტს უდევს საფუძვლად. Trump Tower Tbilisi 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Downtown Tbilisi-ის პროექტის ცენტრალური ნაწილია, მისი მთავარი სიმბოლო და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა.

„ეს იყო პირველი რეალური შესაძლებლობა, რომ ადამიანებს საკუთარი თვალით ეხილათ Trump Tower Tbilisi-ის მასშტაბი და ხედვა. ეს მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ეტაპია როგორც თავად პროექტისთვის, ისე Downtown Tbilisi-ისთვის, რომელიც სწრაფად ყალიბდება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ბიზნეს და ცხოვრების სტილის მიმართულებად,“ – განაცხადა The Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა.

„თბილისის მომავალი, როგორც საერთაშორისო ინვესტიციებისა და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი მიმართულების, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დიდი ენთუზიაზმით ვაცხადებთ Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალურ წარდგენასა და Trump-ის ბრენდის შემოსვლას ქალაქში.“

Trump Tower Tbilisi ფართო Downtown Tbilisi-ის განვითარების ნაწილია და The Trump Organization-თან თანამშრომლობით ხორციელდება. Downtown Tbilisi-ის მთავარი პარტნიორები და დეველოპერები არიან Archi Group და INVIA, თანადეველოპერის სტატუსით პროექტში მონაწილეობს The Sapir Organization, ხოლო Block Stone Capital, Finvest Georgia და Vector Group პროექტის ინვესტორები არიან.

Trump Tower Tbilisi Downtown Tbilisi-ის მთავარი არქიტექტურული სიმბოლო გახდება. Gensler Washington, D.C.-ის მიერ დაპროექტებული 62-სართულიანი თაუერის სიმაღლე დაახლოებით 280 მეტრია დაგეგმილი და ის საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

„ჩვენი მომხმარებლების მეოთხედზე მეტი უკვე საერთაშორისო წარმომადგენელია და ეს წილი ყოველწლიურად იზრდება. ბაზრის განვითარების ტემპს თუ შევხედავთ, თბილისი სულ უფრო მეტად მახსენებს დუბაის იმ პერიოდს, როდესაც ის მსოფლიო დანიშნულების ადგილად ყალიბდებოდა. მჯერა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის დუბაი ხდება, ხოლო თბილისი ამ ტრანსფორმაციის ცენტრშია – ქალაქი სულ უფრო სწრაფად იზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებსა და გლობალურ ბრენდებს. ეს დინამიკა როგორც ქალაქის, ისე ბაზრის მიმართ საერთაშორისო ნდობის ზრდას ასახავს,“ – განაცხადა ილია წულაიამ, Archi Group-ის თანადამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

„თბილისი მომავლის ქალაქია და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ Trump Tower Tbilisi-ის შექმნაში ვმონაწილეობთ. ეს პროექტი აერთიანებს საერთაშორისო დიზაინს, Trump Tower-ის ბრენდის მემკვიდრეობასა და ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიან ცოდნას – ეს კომბინაცია ასახავს ჩვენს თავდაჯერებას საქართველოს უწყვეტი განვითარების მიმართ,“ – განაცხადა ლევან ფხაკაძემ, INVIA-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

„მოხარული ვართ, რომ ამ გარდამტეხ პროექტს წარვადგენთ. Trump Tower Tbilisi ზუსტად იმ ტიპის ამბიციურ, მსოფლიო დონის პროექტს წარმოადგენს, რომლისკენაც მივისწრაფვით – პროექტს, რომელიც შეცვლის ქალაქის იერსახეს და რეგიონში ლუქს ცხოვრების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს,“ – განაცხადა Alex Sapir-მა, The Sapir Organization-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა.

თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, რვა ჰექტარზე განთავსებული პროექტი მოიცავს 46,500 კვ.მეტრის სავაჭრო, 42,000 კვ.მეტრის საოფისე, 42,000 კვ.მეტრის მაღალი კლასის სასტუმროსა და 251,000 კვ.მეტრის საცხოვრებელ სივრცეებს.

Downtown Tbilisi-ის პოდიუმის კომერციული სივრცე Bal Harbour Shops-ის კონცეფციითაა შთაგონებული და ცენტრალურ პარკთან ჰარმონიულად ინტეგრირდება. პოდიუმი გააერთიანებს მაღალი კლასის საცალო სავაჭრო სივრცეებსა და პრემიუმ რესტორნებს, რაც ლუქს ცხოვრების მიზიდულობის ცენტრს შექმნის.

Trump Tower Tbilisi-ის რეზიდენციები გამორჩეული იქნება მიმდებარე ცენტრალურ პარკზე წვდომით, გამწვანებული ტერასებითა და კეთილმოწყობილი საერთო სივრცეებით. სტუდიოს ტიპის რეზიდენციების ფასი 290,000 აშშ დოლარიდან დაიწყება, ხოლო კვადრატული მეტრის ფასი – 7,000 აშშ დოლარიდან.

პროექტი ფინანსდება საქართველოს ორი წამყვანი ბანკის – TBC Bank-ისა და Bank of Georgia-ს მიერ ერთობლივად გამოყოფილი საკრედიტო დაფინანსებით. ორივე ბანკის მფლობელი ჯგუფის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო ინვესტორებისა და ვიზიტორების ყურადღების ცენტრში. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალოდ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი საქართველოს დაახლოებით 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზართან წვდომას აძლევს.

ქალაქის შთამბეჭდავი პანორამის ფონზე, Trump Tower Tbilisi ოფიციალურად წარდგა საზოგადოების წინაშე. ღონისძიებამ ხაზი გაუსვა თბილისის მზარდ პოზიციას, როგორც ინვესტიციებისთვის, ბიზნესისა და მაღალი კლასის ურბანული ცხოვრებისათვის მიმზიდველი ქალაქის.

(R)

თეგები: Trump Tower Tbilisiარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved