“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს მომხდარ თავდასხმებსა და ძალადობაზე საუბრისას, თქვა:
“როგორც არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, ასევე, არავითარი გამართლება არ აქვს ეკლესიის მტრობას, რასაც ჩვენ ვხედავთ მათ შორის ბერძენიშვილის მხრიდან და სხვა ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ პროვოკაციის უკან იდგნენ. ეკლესიის მტრობა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და დამოკიდებულება”.
კომენტარები