• რეკლამა
  • კონტაქტი
12:21, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსწავლეების გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
18:47 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

იმის ნაცვლად, რომ სასწავლო დანაკარგების შევსებაზე გვეფიქრა, ჩვენ ისევ ვზრდით ამ უკუსვლის პროცესს – ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

„იმ დროს, როდესაც “იუნისეფი” კატეგორიულად მოითხოვს, სკოლები არ დაიხუროს, ჩვენთან ხელისუფლება განიხილავს სკოლების დახურვის თემას.ჩემი უფროსი შვილის კლასში კოვიდი არავის ჰქონია, მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება დისტანციურ სწავლებაზე გადაეყვანათ შვილები (ეს მათი უფლებაა). ორი დღე კონსტანტინე მარტო იჯდა კლასში, მაგრამ ყველა გაკვეთილი ჩაუტარდა, მასწავლებლებმაც მოიწადინეს. დღეს დილით გავიგეთ რომ სკოლაც გადასულა დისტანციურ სწავლებაზე. შესაბამისი იძულებით ჩემი შვილიც.არის აქ მოსწავლის ინტერესები დაცული? – არა.სასწავლო დანაკარგები ისედაც დიდია ამ დისტანციური სწავლების შედეგად და ამას საპარლამენტო კვლევაც აღიარებს. იმის ნაცვლად, რომ სასწავლო დანაკარგების შევსებაზე გვეფიქრა, ჩვენ ისევ ვზრდით ამ უკუსვლის პროცესს.არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსწავლეების გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე. მეტიც, სკოლის დახურვაც კი არ უნდა დავუშვათ. ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვა ისედაც გულისხმობს სასწავლო ფორმატის დისტანციურზე დროებით გადაყვანას მხოლოდ იმ კლასებში, სადაც დასტურდება ვირუსი კლასში მყოფ მოსწავლეზე. სხვა შემთხვევაში კი არჩევანი არსებობს.არ შეიძლება ბავშვების ინტერესების ასეთი შელახვა. სასწავლო დანაკარგები იზრდება, ბავშვების სტრესი იზრდება, ასოციალურობა, უსწავლელობა, ფსიქიკური დაავადებების რისკი იზრდება.დაიცავით ბავშვების უფლებები!“ – წსერს გამზარდია.

ცნობისთვის, სკოლებისა და ბაღების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საკითხი შესაძლოა, ხვალინდელი, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილონ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ხვალ იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და თუ არის ეპიდემიოლოგების მხრიდან ამის მოწოდება, ეს საკითხი განიხილება. ხვალინდელი საკითხები ჯერ არ არის ცნობილი”, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved