აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფეისბუქ-ლაივში, სადაც ის მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა, ამბობს:
“ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ადამიანებს უწევთ შიშში ცხოვრება, რომ გამოთქვან თავისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება.
საქართველოს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამ ისტორიის მანძილზე, იყო ბევრი მაგალითი, როცა ხდებოდა ხალხის დაშინება, ცენზურა და არავის სურს საქართველოს დაბრუნება იმ დროში.
ქართული საზოგადოება თავისი არსით არის ძალიან შემოქმედებითი, ინოვაციური და ამას ცხადყოფს ძალიან ბევრი ქართველი საზოგადო მოღვაწე და ამას გვაჩვენებს ის ლიტერატურა, პოეზია, რაც წლების და საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ეს იყო ძალიან ღრმა ერთგულება თავისუფლების, დამოუკიდებლობის მიმართ და ეს ასევე გულისხმობს სიტყვის, ფიქრის თავისუფლებასაც.
მე გავიხსენებ სახელმწიფო მოღვაწეებსა თუ პოეტებს, რომლებიც თავისი პროგრესული აზროვნებით აძლევდნენ მაგალითს საზოგადოებს და ზუსტად ამ ღირებულებებზე ხმამაღლა საუბრობდნენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. იმისათვის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები და უფლებები იყოს დაცული, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები.
თუ გადავხედავთ რუსეთის მაგალითს, სადაც ხალხს უწევს შიშში ცხოვრება მათ დაკარგეს უფლება რომ გამოთქვან საკუთარი აზრი, შეკრების უფლება, ამ დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას კიდევ უფრო კარგად მივხვდებით.
ერთ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უჭერს აშშ სამოქალაქო საზოგადოებას, თუ სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებს, ხელოვნების წარმომადგენლებს მხარს, გახლავთ ის, რომ მათ თავისი შემოქმედებითი აზროვნებით, თავისი ქმედებით, შეინარჩუნონ ქვეყნის იმიჯი და თავისუფლებების და უფლებების დაცვა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის”.
კომენტარები