ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გამოჯანმრთელდა. რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ მეუფე სტეფანემ დღეს წირვა ჩაატარა და მრევლს ქადაგებითაც მიმართა.
წირვის შემდეგ სინოდის წევრი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო არავის ინტერესებს არ უნდა გადაყვეს.
ჩვენ როგორ უნდა მივემხროთ? ჩენ ვიცით ვინ რას აკეთებს? რაღაცეებს ვვარაუდობთ და რაღაცეებს ვფიქრობთ ის ასე იზამს, ეს ასე იზამს… ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის, კარგად ვიცით ეს ჩვენ, მაგრამ როცა გვაწყობს ამაზე ვლაპარაკობთ, როცა არ გვაწყობს, არ ვლაპარაკობთ. ის რუსეთც, ის ამერიკაც, თურქეთიც, ირანიც, არ არიან თვაის ათავზე დამოკიდებული, უფალს როგორც უნდა საბოლოო ჯამში, ისე გადაწყდება. ჩვენ არავის ინტერესებს არ უნდა გადავყვეთ, ჩვენ ვიცით საქართველო. ჩვენი ზრუნვა უდა იყოს არა იმ მიმართულებით რა პოლიტიკურ ან სამხედრო ალიანსებთან ადგილები დავიკვიდროთ, – თქვა მეუფე სტეფანემ.
კომენტარები