„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის ეჭვიანობის მოთმენას აღარ აპირებს. მელიას თქმით, ივანიშვილთან ბრძოლის გზაზე მისთვის ავტორიტეტი არ არსებობს.
„მე ეხლა ვარ პარტიული წარმომადგენელი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მაგრამ მგონია, რომ ზეპარტიული ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი ყველას ერთად. ვინც კი ოპოზიციურ ველზე ოდნავ მაინც არასწორად მოიქცევა, ვინც არ უნდა იყოს პირველი ვიქნები, რომელიც ამხელს. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში ავტორიტეტი არ არსებობს. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის ეგზისტენციალური გამოწვევა და არავის არც ეჭვიანობას მოვითმენ, ვინც არ უნდა იყოს ის. ან ყველა ვიმარჯვებთ ქვეყნის სახით ან ყველა ვმარცხდებით და რაღაც სისულეებისთვის აქ სივრცე არ რჩება. ეხლა არის ერთობის დრო“
კომენტარები