ჟურნალისტი, ირაკლი მანაგაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“2 დღის წინ 24 წლის სალომე ყოფილმა ქმარმა დაჭრა (მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა)
5 დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა დედა მოკლა
8 დღის წინ მამაკაცმა დედა და და მოკლა
12 დღის წინ 23 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა..
და კიდევ ბევრი ქალი, დედა, და, მეუღლე და ყოფილი მეუღლე მოკლეს..
არავის აქვს უფლება აღნიშნოს 8 მარტი, არავის აქვს უფლება დღესასწაულად აქციოს ეს დღე, რადგან ფემიციდის შემთხვევები ჩვენი ყოველდღიურობა გახდა.
ჩვენი გულგრილობა და დუმილი ჩვენი დანაშაულია,”
კომენტარები