პოლიციამ თელავში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე სამი პირი დააკავა – შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











კომენტარები