ბიძინა ივანიშცილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი, უჩა ინაძე, რომელიც აშშ-ში, ემიგრაციაში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს:
,,ყველას მოგესალმებით. როგორც იცით, მე არ ვარ სოცოალურ ქსელში აქტიური და არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმ
ფაქტს, რასაც ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში.
ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ – ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – არანაირი კავშირი ჩემს აშშ – ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას კავშირი არ აქვს. პირიქით – მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აყვებით ბინძურ სპეკულაციებს!“











კომენტარები