საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ სააკაშვილს არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა – მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით,
მისივე თქმით, მან დღეს კლინიკა “ვივა მედში” სააკაშვილი მოინახულა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი თავს ცუდად გრძნობდა და მათ შორის დიალოგი არ შედგა.
“მე ექიმი არ ვარ და დიაგნოსტიკურად ვერაფერზე ვისაუბრებ, მაგრამ ვიზუალურად არც მისი მდგომარეობა მომეწონა და არც მოქმედება – წოლით რეჟიმშია, ვერ ადგა, ან არ ადგა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს ვერ შეძლო. დიდი წონა აქვს დაკარგული. არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა. რა თქმა უნდა, საღ გონებაზეა, არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობა მისი აქტივობა, მისი მოჭარბებული ენერგია თითქმის არ შეინიშნება. ვისაც ახსოვს როგორი იყო სააკაშვილი, დღევანდელი მდგომარეობით შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით. მე არ ვხატავ აპოკალიფსს, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა და სარეანიმაციო პირობები სჭირდება, მაგრამ ის პროცესი, რომელიც მის მკურნალობას უკავშირდება ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გამოჯანმრთელების მიმართულებით არ მიდის,“
(ფოტო – პრაიმტაიმი)
კომენტარები