• რეკლამა
  • კონტაქტი
04:44, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ვმალავთ, თუ ამას ხელს მოვაწერთ, მე და ლევან იოსელიანი შევალთ პარლამენტში – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:50 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, განაცხადა:

„თუ მარტო „ქართული ოცნება“ გამოშიგნავს ამ იდეას, ამ სათაურის ქვეშ არც არაფერი არ მოხდება, უბრალოდ ერქმევა ელექტრონული არჩევნები და ახლა უკვე ელექტრონულად გაყალბდება არჩევნები, ეს მიუღებელია, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობით თუ შევხედავთ საკითხს, უნდა ჩავეძიოთ და პუნქტობრივად გავყვეთ. ეს ერთი დიდი პაკეტი უნდა იყოს, ამას ვაკეთებთ იმ მოლაპარაკებებზე, სხვას კი არაფერს, საათობით რომ ვართ და რატომ უნდა ზოგიერთს რომ წყალში ჩაყაროს, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ვგულისხმობ, ეს არის გაუგებარი. ვმუშაობთ როგორი იყოს ელექტრონული არჩევნები, რა წესი იყოს, დაკვირვება როგორ ხდებოდეს, ხმის გადათვლა როგორ ხდებოდეს, ხმის მიცემა როგორ ხდებოდეს, ეს ძალიან მაგარი რამ არის, ოცდამეერთე საუკუნეში სწორედ რომ ელექტრონულად უნდა ხდებოდეს ხმის მიცემა.

ორი საკითხი რაზეც ვამბობდით, რომ შევთანხმდით და წინ წავიწიეთ, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი არის ზუსტად ელექტრონული არჩევნები. მას აქვს თავისი წესები, პროცედურები, ამ ყველაფერზე ვმუშაობდით და ამ ყველაფერზე ძაან დიდი გარღვევა იყო, უბრალოდ ზოგს არ უნდა ეს საერთოდ, ეს გარღვევა კანონში აისახოს.

პარლამენტში არის ცვლილება საჭირო, ამიტომ ვამბობთ, რომ თუ მოლაპარაკებაზე შევთანხმდებით ამ საკითხებზე, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ, შევიდეთ პარლამენტში ოპოზიცია და იქ ვუყაროთ კენჭი ამ საკითხებს. ელექტრონული არჩევნების, წესიერი არჩევნების პაკეტი არის საშვილიშვილო ამბავი. არ ვმალავთ, რომ თუ ამაზე შევთანხმდებით, ჩვენი პარტიის ორი წარმომადგენელი, მე და ლევან იოსელიანი შევალთ, თუ ამას ხელს მოვაწერთ, რომ პირნათელი ვიყოთ ამ ქვეყნის მომავალთან, რომ არჩევნებმა დაიბრუნოს სანდოობა. 30 წელი რაც ვერ გაგვიკეთებია, ის შეიძლება ახლა გავაკეთოთ და არჩევნები გახდეს 100%-ით თუ არა 90-95%-ით სანდო და ის ხვრელები გაყალბებისა და სიბინძურის რაც სულ ახლავს არჩევნებს, ის მეტნაკლებად შეგვიძლია ამოვქოლოთ.

ეს არის ჩვენთვის ის პოლიტიკური ფასი, რაც უნდა გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბრის არჩევნების ცუდად ჩატარების გამო და რის გამოც ჩვენ შევალთ პარლამენტში, ისე ხომ არ შევდივართ, აგერ რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ არ შევსულვართ პარლამენტში, ამას მოვაწერთ ხელს, დეტალურად ვიმუშავებთ ამაზე? მერე კი ბატონო.

ცესკო-ს დაკომპლექტების წესი ახლებური საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესი, საარჩევნო საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ხმის მიცემის პროცედურა, დაკვირვება, მათ შორის ელექტრონული დაკვირვება, ხმის გადათვლის პროცესი, გადათვლის წესების გამარტივება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის ტკივილი არჩევნების, ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ამაზე უკან დავახევინეთ „ქართულ ოცნებას“ და წკიპზე, რომ ვართ მისულები ამას ხელი მოვაწეროთ. ზოგ-ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომელსაც მარტო მღვრიე წყალი ელანდება, არ აწერს ამას ხელს“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved