• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვიცი ქვა ვინ მესროლა მაგრამ…” – მოწმე პოლიციელის კიდე ერთი უცნაური ჩვენება

ალია ავტორი - ალია
16:24 07-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

თბილისის საქალაქო სასამართლოში  პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე ნინოგალუსტაშვილი ტელეკამერებისთვის ამ დრომდე ჩაკეტილ სხდომათა დარბაზში განიხილავს.

ამ წუთებში, სხდომაზე პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე, გარდაბნის მე-4 სამმართველოს უფროსი პოლიციელი, გიორგი ჯანიკაშვილი იკითხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ირწმუნება, რომ 28 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ქვა მოხვდა, მაგრამ არ იცის ვისი ნასროლი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ არ იცის ვინ ესროლა ქვა, ითხოვს, რომ სხვა პროცესებზეც, სხვა, შსს–ს მტკიცებით დაზარალებულთა საქმეებშიც აქტივისტები დაადანაშაულონ.

[28 ნოემბერი] იყო ჩვეულებრივი დღე, რა დროსაც ხელმღვანელობის დავალებით მითხრეს, რო აქცია იყო რუსთაველზე, სჭირდებოდათ დახმარება, მე ჩემს თანამშორმელთან ერთად წავედი რუსთაველზე, სადაც იქნებოდა 9 საათამდე პერიოდი, როდესაც მივედი. განვლაგდით რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე. ვიცავდით საზოგადოებრივ წესრიგს, რუსთაველზე იყო შეკრებილი ხალხი, რაოდენობას კონკრეტულად ვერ დავასახელებ. მიმდინარეობდა აქცია, აქცია იყო იმასთან დაკავშირებით რომ პრემიერმა თქვა, რომ ევროპაში შესვლასთან დაკავშირებით დროებით შეჩერდესო  და ამაზე გამოთქვამდნენ პროტესტს. 

მოგვიანებით შეიქმნა ჩოჩქოლი და გადავიდა მათ მხრიდან ძალადობრივ მოქმედებებში. სიტყვიერი შეურაცხყოფები, ნივთების დაზიანებები, ბოთლების, ხის და სხვა საგნების სროლა იყო პოლიციელების მისამართით.
ხელოვნური განათება იყო და მეტ-ნაკლებად ვხედავდით. იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და იყვენენ აგრესიულებიც.

…ამ პერიოდში სიბნელიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავის არეში, მივიღე დაზიანება. ისეთი სიმძიმით მომხვდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. ის პერიოდი არ მახსოვს, სასწრაფოში მოვედი გონზე. გადაყვანილი ვიყავი კლინიკაში. ჩამიტარდა დახმარება, ჩამიტარეს ტომოგრაფიული კვლევები, ნეიროქირურგმა მნახა. დამადეს 5 ნაკერი. 

ქვა ისროლეს აქციის მონაწილეების მხრიდან. მე ვინც მესროლა ქვა არ დამინახავს.

 ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ვარ დაზარალებული, თუ სასამართლო დაადგენს, მე არ ვიცი ვინ არის…სხვა პოლიციელებიც დაზარალდნენ და იმათ მიმართაც მაქვს პრეტენზია

მე არ ვიცი ვინ დამაზარალა, კონკრეტულად მაქვს პრეტენზია იმასთან, ვინც მე დამაზიანა, მაგრამ ეს არ ვიცი ვინ ქნა”, – განაცხადა მოწმემ.

როგორც იცით, სასამართლოებზე ფოტო-ვიდეოს გადაღება “ოცნების” ახალი კანონმდებლობით, მედიას ეკრძალება, მოწმე პოლიციელის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved