ირაკლი ღარიბაშვილი რომან გოცირიძეს პასუხობს, რომელმაც მას შეახსენა, რომ პუტინი ბოლოს მხოლოდ 2014 წელს ახსენა და დაუსვა კითხვა, რატომ ერიდება მისი სახელის წარმოთქმას?
ღარიბაშვილი:
“მაგით რის თქმა გინდათ ბატონო რომან, რატომ არ ვახსენებ რუსეთის პრეზიდენტის სახელს – პუტინს. და რა მერე? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან ამით ან ქვეყანას, ან ხალხს, თქვენთვის რას მოვიტან? რისი ჩვენება გინდათ მაგით? თქვენ რომ ახსენეთ რა მერე? მაგარი კაცი ხართ, თუ რა გააკეთეთ ამით ვერ გავიგე? რა აჩვენეთ ხალხს? აუხსენით ხალხს, რა სპექტაკლებს დგამთ ამით ვერ გავიგე… გაჩერდით სანამ გაგახსენეთ რაღაცეები”
შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა არ უპასუხა გუშინ, 21 ივნისს, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას – ენდობა თუ არა პუტინს.
კატარის ეკონომიკური ფორუმის წამყვანი:
–ენდობით პუტინს?
ირაკლი ღარიბაშვილი:
“2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, 30 წლის წინ, ისინი [რუსეთი] ეხმარებოდნენ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს და ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების” საფუძველზე”.
კატარის ეკონომიკური ფორუმის წამყვანი იმეორებს კითხვას:
–ენდობით პუტინს?
ირაკლი ღარიბაშვილი:
“ჩვენ კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ”.
კომენტარები