• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვაღირებ ბრალს, მაგრამ მზად ვარ მესამედ წავიდე ციხეში – ჩავალაგე ბარგი და ჩემი ფეხით მივალ”

ალია ავტორი - ალია
19:16 02-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ეს ის შემთხვევაა, სადაც კითხვები და პასუხები ზედმეტია, – ამ სიტყვებით გიგი უგულავამ პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან. 

„როგორც ცნობილია, ივანიშვილმა თადუმაძის ხელით იგივე საქმეზე, რაც მაქვს მოხდილი, (მერე დაიწყება სპეკულაციები) მე არ ვაპირებ შევიდე სამართლებრივ ნაწილში, უბრალოდ სამართლებრივად არაფერია, ცარიელი ადგილია.

ეს არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება

პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. მოსამართლეებს იმის დროც არ ჰქონდათ, რომ ამ საქმეს გაცნობოდნენ.

ჩემთვის სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლეებმა არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება და თადუმაძის ხელით მომისაჯა ეს ბოდვა. პირველი და მთავარი რასაც ვაპირებ, ყველა კოლეგას და ოჯახის წევრებსაც ვუთხარი: მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე. ფაქტი არის ერთი, გზა რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს ერთობა, რომელიც აქ სუფევს არის გამარჯვების წინაპირობა

ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად პოლიტიკური წნეხისა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ივანიშვილია ფაქტია რომ სრულიად გონდაკარგულია. ეს არის ცუდი, მაგრამ ეს მოცემულობაა და თვალი უნდა გავუსწოროთ. ​არავითარი დაჭერა ჩვენ აზრს არ შეგვაცვლევინებს, არ ვაპირებ რაღაც ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან, არ ვაპირებთ ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან. 

ასეთი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და ახდენს სიტუაციის რადიკალიზაციას, რაც ქვეყნისთვის ცუდია და მისთვის დამთავრდება ძალიან ცუდად. თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მზად ვარ, მესამედ წავიდე. შეზღუდული სივრცე არის ამავე დროს შესაძლებლობა და მეტი თავისუფალი დრო. 

როგორ ხდება ტექნიკურად არ ვიცი. მინდა შესაბამის სამსახურებს ვუთხრა, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე გაველურდეთ და რომ გავალთ აქვე დამახვედროთ თქვენი „ოპრიჩნიკები“, 

მე ვაპირებ დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, მივიდე „ევროპული საქართველოს“ ოფისში, დავემშვიდობო იქ ხალხს, მობრძანდით იქ თქვენი უწყისით.

გამოცდილება შესაბამისი მაქვს, მანქანაში ჩალაგებული მაქვს ყველა წიგნი, ნივთი, ყველაფერი მომზადებული მაქვს, ბუნებრივია, წინასწარ ვიცოდი. მე თვითონ მივალ ციხეში. სახელმწიფო ბიუჯეტს გაუფრთხილდნენ, ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას მაბრალებენ და ამჯერადაც, არამიზნობრივად ნუ გამოიყენებენ. მე არ ვაღიარებ არაფერს, არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს. ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება თავისუფლება იპოვოს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved