• რეკლამა
  • კონტაქტი
15:28, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი „ავარიის“ პროვოცირება ოკუპანტს ნებისმიერ დროს შეუძლია” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:03 07-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა: ენგურის გარეშე საქართველოს ენერგეტიკა პრაქტიკულად არ არსებობს.

ენგურის კაშხალი და წყალსაცავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო თავად ელექტროსადგური აფხაზეთში-რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი ოკუპანტის ხელშია. ასეთ პირობებში ენერგეტიკული უსაფრთხოება მხოლოდ ეკონომიკის საკითხი აღარ არის-ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების აშენება. მზისა და ქარის ელექტროსადგურები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი სისტემის რეგულირების ფუნქციას ვერ ასრულებენ. ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა ისეთი პროექტები, როგორიც იყო ხუდონი, ნამახვანი და ნენსკრა.

გუშინდელი გათიშვა, სავარაუდოდ, ავარიის შედეგი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი „ავარიის“ პროვოცირება ოკუპანტს ნებისმიერ დროს შეუძლია.

ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააჩერა ყველა სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტი: ხუდონიდან წავიდა ინდოელი ინვესტორი, ნამახვანიდან-თურქული კომპანია, ხოლო ნენსკრას პროექტი კორეელმა ინვესტორებმა დატოვეს. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა კვლავ ენერგეტიკულად მოწყვლადი დარჩა.

ელექტროსადგურები მხოლოდ ეკონომიკური პროექტები არ არის. ისინი ენერგოდამოუკიდებლობის, სისტემის მდგრადობისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია.“

თეგები: რომან გოცორიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved