• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ შემეძლო ეს არ დამეწერა” – სოსო გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:30 09-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, “სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“არ შემეძლო ეს არ დამეწერა.

ამ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. ფეისბუქზე მეგობრობა გამომიგზავნა დავიმატე და პირადში მომწერა. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთო და მინდაო,რომ მე ჩემი წვლილი შევიტანო იოსებ არიმათიელის ეკლესიის მშენებლობაშიო. თანხით შეიძლება ვერ დაგეხმაროთო, მაგრამ სამშენებლო მასალები და ტექნიკა შემიძლიაო. ძალიან გამიხარდა დიდი მადლობა გადავუხადე და მოვილაპარაკეთ შევხედროდით და დაგვეგეგმა. ცოტა ხანში ისევ მომწერა, კოვიდიდან ახალი გამოჯანმრთელებული ვიყავი.

მე გავიგეო, რომ კოვიდი გქონდათო და ახლა მე მაქვსო, კლინიკაში ვწევარო, ცუდად ვარ მიჭირს სუნთქვაო. ძალიან შევწუხდი, მითუმეტეს იმ დღეებში ბავშვობის მეგობარი “პაკიშა” წაგვართვა ამ ვერაგმა ვირუსმა.

მე რაც შემეძლო გავამხნევე, ცოტა დათრგუნული მეჩვენა. ვუთხარი ეცადე ბევრი იარო, ღრმად ისუნთქო ტკივილამდე, ეცადე გულაღმა არ დაწვე, მიიღე ბევრი წყალი, სითხეები. არ უყურო ტელევიზორს და არ გაეკარო ფეისბუქზე, ან ნეტში არანაირ ნეგატივსთქო. მე დავამარცხე და შენც დაამარცხებ თქო.

კარგი ხასიათი და პოზიტივი ანგრევს მაგ ვირუსს თქო. რავიციო ქვეყანა რაღაცას მიკეთებენო, მასე გავაკეთებო მადლობა გადამიხადა. შემდეგ სულ ვკითხულობდი მის ამბავს, ნელნელა მძიმდებოდა, აი ახლა ეს ცუდი ამბავი წავიკითხე.

სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა კარგო ბიჭო, უცნობო მეგობარო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ჩვენს კუთხეს…”

დედოფლისწყაროს ახალი ამბების ინფორმაციით, კიდევ ერთი ახალგაზრდის, კოტე ლოლაშვილის სიცოცხლე წაიღო ვერაგმა ვირუსმა.

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved