• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,არ მოსწონთ ჩემი სიმართლე“ – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
15:15 09-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

,,კანონი და სამართალის” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი:

,,არ მოსწონთ ჩემი სიმართლე, ქართველების დასახოცად 1989 წლის 8 აპრილს რუსის ჯარის შემომყვან ნუგზარ ფოფხაძის , იგივე ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კარტელს და მამაჩემს ჯანსუღ ჩარკვიანს ლანძღავენ ,აი იმ ჯანსუღს ,8 აპრილს რომ აქტივის კრებაზე ერთადერთი კაცი დაუპირისპირდა შავრაზმელ გენერალ ნ.ფოფხაძეს, იმ პოეტს ლანძღავენ 1972 წელს ჰიმნი რომ თავისუფლებას მიუძღვნა და დღეს რომ მთელი საქართველო მღერის, იმ ჯანსუღს ასხამენ ტალახს , ორჯერ რომ ზვიად გამსახურდიას თავდებში დაუდგა ( ბევრს რომ შეეშინდა მაშინ და უარი თქვეს ზვიადის თავდებობაზე,რადგან გარეთ როდიონოვი იდგა ტანკებით) და ასევე ერთადერთმა ხელი არ მოაწერა 1977 წელს გამსახურდიას გარიცხვას ( იმიტომაც არ არის ჯანსუღის ხელმოწერა გარიცხის ოქმზე, არადა გამგეობის წევრისთვის საკმაოდ რთული იყო, ( მოგეხსენებათ თუ არ მიხვიდოდი კრებაზე ,სახლში მოგიტანდნენ და ისე მოგაწერინებდნენ იმ დროს, ვინ და რა დაუშლიდათ?!) მაგრამ არა ,ისე მოიქცა ჯანსუღი როგორც მას სჩვეოდა ,განაცხადა :”მწერალ კონსტანტინეს გამსახურდიას შვილის და თავად ზვიადის გარიცხვას ხელს, არ და ვერ მოვაწერო” და არ მოაწერა. ისეთმა ბრწყინვალე პოეტმა და ქ.მა როგორიც ანა კალანდაძე იყო ვერ გაუძლო და მოაწერა ხელი და მოგვიანებით თავისივე კრებულში-წერილში მოიბოდიშა ქ.მა ანამ და დაწერა მოგონებებში )
დიახ, იმ ჯანსუღს ლანძღავს ნუგზარ ფოფხაძის კარტელი, 80- იან წლებში კრემლის დარბაზი დემოსტრატიულად რომ დატოვა მაშინ, როცა ასტაფიევმა კრემლის დაკვეთით მიზანმიმართულად ქართველ ერს ავადმყოფი ერი უწოდა და ამის გამო ქართველმა რამდენიმე მწერალმა: ჯანსუღ ჩარკვიანმა ,ნოდარ დუმბაძემ, ფრიდონ ხალვაშმა ,ნაფი ჯუსოითმა დარბაზი დატოვეს ,ღიად ,სიტყვიერად -ყვირილით დაუპირისპირდნენ კრემლის პროპაგანდისტს , დარბაზიდან არ გამოვიდა და დარჩა , მხოლოდ აფხაზეთის წარმომადგენელი და ერთი მშიშარა “პოეტი”, ისიც ნ ფოფხაძის მეგობარი…..
დიახ ასეა და ვერც სტენოგრამა გაქრება ( საბედნიეროდ ყველა ამ ფაქტის დოკუმენტი გადარჩა )
ასე იყო ეს ყველაფერი ,ვიდრე 1990 წელი არ მოვიდა, დიახ აირია ყველაფერი და ამ არევაში ისევ ამ სისხლიანი ნუგზარ ფოფხაძის ლომის წვლილია, ახლა რომ “მოლიტარატორო” და ვითომ “მოპოეზიარო” საიტებს თუ გვერდებს აფინანსებს , სინამდვილეში არ დაიჯეროთ, ეს ყველაფერი ზუსტად იმ 90-იანების გამეორებაა, ვიღაც “იდიოტკა” ,ან აგენტი ქალები რომ ჰყავდათ დაქირავებული ვითომ “პატრიოტული ეგიდით” ადამიანებს რომ ლანძღავდნენ და ქუჩაში სცემდნენ და განზრახ მოგაძახებდნენ რომ ვითომ “ზვიადისტები” იყვნენ და ვითომ მის დასაცავად მოქმედებდნენ ასე , წიგნებს წვავდნენ შუა ქუჩაში ( ხომ გვახსოვს?!) სახლებში რეკავდნენ , აფურთხებდნენ ადამიანებს , დიახ ასე მზადდებოდა ის საბედისწერო დაპირისპირება, რაც მოგვიანებით მოხდა 90-იანებში. სინამდვილეში შეიძლება ზოგიერთი მართლაც იყო იქ პატრიოტი ქალბატონი, მაგრამ ისინი წიგნებს ნამდვილად არ წვავდნენ და არც იცოდნენ ვინ მართავდა ამ ბინძურ პროცესს, არ იცოდნენ რომ ამ პროცესს სწორედ ნ.ფოფხაძე მართავდა , ( ყველამ გვიან შევიტყვეთ , ნუ მეტ-ნაკლებობით) ეს უკვე ნუგზარ ფოფხაძის განზრახ შექმნილი ჯგუფი იყო “ აგენტებისგან და ზოგიერთი სასარგებლო იდიოტისგან შემდგარი, ახლა მოდით ისიც ვთქვათ ,რომ კადრების შერჩევით ,არც ბ.ნი გამსახურდია გამოირჩეოდა ( მუუხედავად ჩემი პატივისცემისა მისი მოღვაწეობისადმი) და საერთოდ ბევრ პრეზიდენტს უჭირდა კადრებში, ვფიქრობ ეს ფაქტია და ამას წყალი არ გაუვა , ნუ ალბათ , ენის ბოროტად მიმტან -მომტანიც ,განზრახ შეგდებული აგენტები ბევრი ეხვეოდა გარშემო გამსახურდიას ( როგორც ხდება ხოლმე) და შეიძლება ამან განაპირობა საკადრო შეცდომები და იმიტომაც აღმოჩნდა მის გარშემო ამდენი მოღალატე და ბოლოს ,პრინციპში მარტო დარჩენილი მოკლეს. და ეს სამარცხვინო ფაქტი დარჩება ლაქად საქართველოს ისტორიაში .
ახლა ეს შავრაზმელი რუსის ჯარის შემომყვანი ნ.ფოფხაძე და მისი “ კარტელი “ გვარებსაც არ ცვლის “იგივენი” აკეთებენ იგივეს!!!! მაშინ სოც. ქსელი არ იყო , პასუხსაც ვერ გასცემდი ,ახლა სოც ქსელია და სწორედ ამ ქსელში აქვს რამდენიმე გვერდი და აგრძელებს “ძველი” კაგებეშნიკური სტილით ადამიანების დაპირისპირებას , კარგი ის არის, რომ ახლა პასუხის გაცემის საშუალება შეუძლია ადამიანს ცილისწამებაზე და ტალახზე .,მაშინ ამის საშუალება არ იყო,ან გული გაგისკდებოდა დაუმსახურებელი ტალახის სროლით,ან სიბრაზისგან იმოქმედებდი და დაიცა დი ოჯახს თა დასხმისგან, როგორც მოკვდავი ადამიანი.
არ დაგვავიწტყდეს რომ ეს “გენერალი” ფოფხაძე ახლაც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებას, აფინანსებს რამდენიმე საიტს და ვითომ “მოლიტერატორო-მოპოეზიარო” გვერდებს, ზუსტად იმ “იგივე” ხალხით ,იგივე გვარებით ( ზუსტად იგივე გვარებით) !!!!!სამწუხაროდ 90-იანებში ზოგიერთი მდაბიო ყველა კუთხისთვის რომ ფსკერია (აი ასეთი მდაბიო) და სირცხვილი აი ასეთი “ქალუკა “კულტურაშიც” კი იყო შემძვრალი , სამწუხაროდ ბევრი იყო მდაბიო კადრი ,რომელიც ყველა კუთხისთვის, ქალაქისთვის თუ სოფლისთვის სამარცხვინოა , თბილისი იქნება ,სვანეთი იქნება , ლეჩხუმი თუ ქართლ-კახეთი თუ იმერეთი თუ სამეგრელო….სამწუხაროდ ასეთი შეცდომებიც ბევრი იყო და არცერთ მხარეს აკლდა შეცდომა- არც ერთს!
ასეა და ეს არის სიმართლე და მხოლოდ სიმართლის ცოდნაში არის ხსნა .
და ბოლოს, ისევ ჯანსუღის ჰიმნით ვიტყვი , რომელიც თავისუფლებას მიუძღვნა მაშინ- კომუნისტების დროს,გარეთ ფოთოლიც რომ არ შრიალებდა თავისუფლების:
“ ძლივს ძლივს, ამოდის მთვარე სამოთხის,
ტყვია მიზანში მოსახვედრია,
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია”(1972-წ).

ფრთხილად , სახედარიც კი ერთხელ შედის ტალახში, მეორედ აღარო.
ფრთხილად! გარეთ “რუსი შავრაზმელი” ნუგზარ ფოფხაძეა იგივე “გუნდით” და პირდაპირ კრემლის “შავფრთასთან “ შეკრული!!!!“

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved