• რეკლამა
  • კონტაქტი
08:10, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მოეწონება უკრაინათუმეებს, მაგრამ ეს არის რეალობა” – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
03:41 09-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,087

თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:

 

ომი უკრაინაში, ომი საბრძოლო მოქმედებების ინტერნაციონალიზაციის მიჯნაზე.

(ნაწილი მეორე)
ომის ახალი იმპულსი – 22 სექტემბრისთვის რუსეთის არმია უკვე თავის შესაძლებლობების ზღვარზე იბრძოდა. რეალურად, 3 ძირითადი ტაქტიკური ილეთიდან ( შეტევა, მანევრული თავდაცვა, თავდაცვა), მხოლოდ ერთის, თავდაცვის, ორგანიზება შეეძლო და ისიც მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მოწინააღმდეგემ შეანელა თავისი აქტიური მოქმედება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაჯგუფების პროცესმა, რუსებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ფრონტზე ასეთი სურათია, უკრაინის შეიარაღებული ძალები მეთოდურად უტევენ ხერსონს და იმ ფონზე, რომ რუსები შეზღუდული არიან დამატებით ძალებში, თანაც ფრონტის ამ მონაკვეთის არც განტვირთვა შეუძლიათ შემოვლითი ოპერაციის ხარჯზე, უახლოეს ორ-სამ კვირაში მდინარის მარჯვენა სანაპიროც და ქალაქიც განთავისუფლებული იქნება ოკუპანტებისაგან; რაც შეეხება ჩრდილოეთით, უკრაინისთვის ფრონტის მარცხენა ფლანგზე, გრძელდება ბრძოლები ლიმანისათვის, შემდგომ სევერადონეცკზე წარმატებული შეტევის მოსამზადებლად. სამომავლოდ, სევერადონეცკ-ლისიჩანსკის მონაკვეთზე კონტროლის დამყარების შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კვლავ მიეცემა ოპერატიულ სივრცეზე წვდომა და რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე (ლუგანსკის გარშემოვლა ან დონეცკის სამხრეთ მისადგომებზე გასვლა) თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა, თუ ( და ეს მნიშვნელოვანია) პარალელურად, ამ მონაკვეთის დაკევების დროს, რეზერვში საკმარისი ძალები ეყოლება დაგროვილი, შეტევის ღრმა ოპერატიულ სიღრმეში გასანვითარებლად.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ამ მომენტისათვის, 2 მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ: შეტევისთვის საჭირო საკმარისი ძალები არ ყავთ, რომლის დაგროვებას ხელს უშლის დასავლეთიდან სათანადო ტექნიკისა და შეიარაღების მოწოდების დაბალი ტემპი; მეორე, შეტევისთვის ხელსაყრელი პირობები მოკლე დროში დასრულდება ( სავარაუდოდ უკვე 2-3 კვირაში, ფრონტზე მოქმედი რუსული საბრძოლო ქვედანაყოფები შევსებას მიიღებენ და მათი ბრძოლისუნარიანობა მკვეთრად ამაღლდება). ორი თვის ფარგლებში, რუსეთის ქვედანაყოფები სრულად მიიღებენ შევსებას და ფრონტის მთელ ხაზე ახალი ოპერატიული ვითარება შეიქმნება, რუსეთის შეიარაღებულ ძალების რაოდენობისა და შესაძლებლობების მკვეთრი ზრდის გამო. ახალი ოპერატიული ვითარება, ძალთა ახალი ბალანსი, უკრაინისგან მოითხოვს ან სასწრაფოდ ისარგებლოს ხელსაყრელი პირობებით (სამწუხაროდ ამის ძალები, როგორც სჩანს, უკრაინელებს არ ჰყავთ) ან მოემზადოს, აწარმოოს პოზიციური ბრძოლები და არა უგვიანეს მომავალი წლის ადრეული გაზაფხულისთვის, ფრონტის მთელ ხაზზე წარმატებული სიღრმითი ოპერაციების განსახორციელებლად იყოლიოს მოწინააღმდეგეზე რიცხოვნობითა და შეიარაღებით უპირატესი ძალები. უკრაინის შეიარაღებულ ძალების მმართველობაში ( და ეს კარგად იკითხება მათ მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ოპერაციებში, ომის პირველ დღიდან) ნათლად აქვთ წარმოდგენილი, რომ საბრძოლო მოქმედების თეტრზე წარმატებისთვის, მთელი უკრაინის დეოკუპაციისთვის, მათი მთავარი ამოცანაა არა ხერსონის ან დონეცკის დაკავება, არამედ ძალების დაზოგვა, მანამდე სანამ, უკრაინის შეიარაღებული ძალები რიცხოვნობით და შეიარაღებით არ იქნება საკმარისი ერთი ოპერატიული მოქმედების ფარგლებში, პაუზების გარეშე, უკრაინის მთელ სამხრეთ სარტყელში განლაგებული რუსული დაჯგუფებების გასანადგურებლად, ხოლო მეორე მოქმედებით, ხანმოკლე ოპერატიული პაუზის შემდეგ, ყირიმის დასაკავებლად, ისე რომ ყირიმის დაკავების ოპერაციის მსვლელობისას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე იქნება საკმარისი ძალები რუსეთის სავარაუდო კონტრშეტევის მოსაგერიებლად.
რატომ ახალი იმპულსი? რაც ზემოდ აღვწერე, რა თქმა უნდა არ მოეწონება უკრაინათუმეებს, მაგრამ ეს არის რეალობა და ეს რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალების გენერალიტეტსაც კარგად ესმის, მათ ინტერვიუებსა და ქმედებებში ჩანს. 24 თებერვლიდან 22 სექტემბრამდე რუსეთის შეიარაღებული ძალები დნებოდა და ქრებოდა, არაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობაზე, უბრალოდ პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის კლება ისეთ კრიტიკულ ტემპებს აღწევდა, რომ ზამთრამდე მიღწევა საეჭვო გახდა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რამდენად ორგანიზებული და წარმატებული იქნება ეს პროცესი, მოკლე ხანში რუსებს უკრაინის ფრონტზე ეყოლებათ თავდაპირველი რიცხოვნობაზე ორჯერ მეტი ჯარისკაცი. რაც მთავარია ეს არ იქნება ახალი ქვედანაყოფები, ეს მოხდება უკვე ჩამოყალიბებული და საბრძოლო გამოცდილების მქონე ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების შევსების ხარჯზე, ამიტომ ეფექტი ექნება შედარებით მოკლე დროში.

დასკვნა:

22 სექტემბრს დაწყებული მობილიზაცია, რუსეთს საშუალებას აძლევს შეაჩეროს საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩამოშლის პროცესი და გარკვეული დროით გადაავადოს სამხედრო კატასტროფა, დამარცხება ბრძოლის ველზე. აგრეთვე, უახლოეს პერიოდში გაზარდოს თავისი ძალების რიცხოვნობა და აღადგინოს ძალთა ბალანსი ფრონტზე.

რატომ არ განვიხილავ პუტინის სიკვდილის შემთხვევაში რუსეთის გარდაუვალ მარცხს? მარტივად, ვადასტურებ, რომ პუტინის სიკვდილი ამ ომში უკრაინის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს, თან დაუყოვნებლივ. მაგრამ სამწუხაროდ, პუტინი ბრძოლის ველზე არ დაიღუპება, უკრაინელი სამხედროები მოკლებული არიან შესაძლებლობას ბაირახტარით ინადირონ პუტინზე და თვით ჰაიმარსებიც კი უძლურები არიან, თავისი ზალპით, ერთი დღითაც კი შეუმცირონ პუტინს სიცოცხლის ვადა.
რატომ არ განვიხილავ მობილიზაციის პროცესის ჩაშლის ალბათობას? ვადასტურებ, რომ თუ ჩაიშალა მობილიზაციის პროცესი, რუსეთის არმია ვერ მიიღებს ახალ იმპულს და მომავალი წლის ადრეული გაზაფხულისთვის თოვლივით დადნება და გაქრება. მაგრამ, უკრაინას და კონკრეტულად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არც ამოცანა აქვთ და არც შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ, ჩაშალონ რუსეთში მობილიზაციის პროცესი. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ვალდებულია დაგეგმოს ღონისძიებები წარმატებული მობილიზაციის ალბათობის გათვალისწინებით. თუ მობილიზაცია ჩაიშალა მით უკეთესი უკრაინისათვის, თუ არ ჩაიშალა მით უარესი რუსეთისათვის.”

 

რატომ გახდა პუტინი იძულებული ვა ბანკზე წასულიყო და სად მიიღო მოსკოვმა მეორე ფრონტი? – გიორგი თავდგირიძე

თეგები: გიორგი თავდგირიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved