• რეკლამა
  • კონტაქტი
06:22, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მისცეთ წასვლის უფლება”, “დარჩი, ლიპო”, “ვიწყებთ კამპანიას, ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ” – გულშემატკივართა წერილები

ალია ავტორი - ალია
23:46 07-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

მას შემდეგ, რაც საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, სპორტიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება, სოციალური ქსელით, მისი მხარდამჭერების ასეულობით წერილი ვრცელდება, გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს:

ნინო ონიანი:

“ამ ბიჭმა წარმატებული კარიერა და ხალხის სიყვარული ენით აუწერელი, ჯოჯოხეთური შრომით, ფიზიკური ტკივილით, დაუღალავი, უშრეტი ენერგიით, ღვთის რწმენით, იმედით, საკუთარი ქვეყნის უანგარო სიყვარულით, გულშემატკივრებისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით, კაცობით, სვანობით, ადამიანობით მოიპოვა.
ხშირად წარუმატებლობა და ზოგჯერ მარცხიც ასეთი ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ეს დ ა ს ა ს რ უ ლ ი არ არის და არც უნდა იყოს!!!
„მთავარი ის კი არ არის, როგორ დაენარცხები, მთავარია როგორ წამოდგები ფეხზე“.
მეგობრებო- ნუ ემშვიდობებით!
ლიპოს დარჩა სათქმელი თქვენთვის!
არ მისცეთ მას წასვლის უფლება!!!
ის აკეთილშობილებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ძიუდოს!!!
დაასახელეთ თუნდაც ერთი- ასეთი დახვეწილი, ელეგანტური, განათლებული, მანერული, თავმდაბალი, ზრდილი, გონიერი და ღირსეული…. ლიპო სჭირდება ქართულ სპორტს-ქართულ ძიუდოს!!! მან შექმნა ეპოქა!
ის გვირგვინით უნდა გავაცილოთ სპორტიდან! (ოღონდ ახლა არა!!!)

ღირსეულო არგაჩერდე”

გოგა ჩანადირი:

“ლიპო!
შენ ხარ საოცარი სპორტსმენი.
შენი ჭიდაობით უამრავჯერ გაგვახარე.
ვიცი, წაგებას როგორ განიცდიდი, ჩვენზე უფრო მტკივნეულად, მათ შორის, რიოს ფინალის.
განა, ტოკიოში დღევანდელი წაგება არ იყო მტკივნეული, მით უფრო, რომ მედლამდე ერთი ნაბიჯი გაკლდა?
განა, ეს ჩვენთვისაც არ იყო მტკივნეული?
შენ ხომ იცი, რომ ეს სპორტია, სადაც
მოიგებ და წააგებ?
მე, როგორც შენი და ქართული ძიუდოს გულშემატკივარი, თხოვნით მოგმართავ, ნუ იჩქარებ აქტიური სპორტიდან წასვლას.
შენ გვჭირდები იმ სიხარულისთვის, რომელიც არაერთხელ გვაჩუქე, იმ ჰიმნისთვის, რომელიც არაერთხელ ააჟღერებინე, იმ დროშისთვის, არაერთხელ რომ ააწევინე.
დარჩი, ლიპო!
გმადლობ, ლიპო!”

მაგდა კლდიაშვილი:

“მოკლედ, ვიწყებ კამპანიას ლიპოს დარჩენისთვის და ვწერ მიზეზებს, რატომ უნდა დარჩეს ის! ვნიშნავ ლიპოს და ყველამ, ვისაც გინდათ, რომ ლიპომ ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს, წერთ პოსტს, მიზეზს, თუნდაც ერთს, რატომ უნდა დარჩეს ის, ნიშნავთ ლიპოს ფეისბუქის პირად და ოფიციალურ ფეიჯებს, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე და ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ!

ლიპო უნდა დარჩეს, იმიტომ რომ:

ათი წელია სტაბილურად ნომერი პირველია ყველა წონაში, სადაც გამოდიოდა

ის ნაკრების კაპიტანია

კაპიტნები ბოლოს მიდიან გემიდან

მის დიად კარიერას ორი მედალი აკლია და უახლოეს ორ წელიწადში, მან ის უნდა აიღოს

მისნაირი დიდი სპორტსმენები მხოლოდ გამარჯვებულები მიდიან და არა დამარცხებულები

ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოში

მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის

კაპიტანი უნდა იყოს მებრძოლი და არასოდეს უნდა დანებდეს

მას არ აქვს უფლება შვილებს გაუცრუოს იმედი, რომლებიც ისევ ელიან მამისგან ოქროებს

ცრემლიანი ლიპო ვერსად ვერ წავა

ნაკრების კაპიტანი ასეთი განადგურებული ვერ წავა

სხვა დიდი სპორტსმენებიც წასულან და დაბრუნებულან

უსასრულოდ გავაგრძელებ …

გიწვევთ, ლიპო უნდა დარჩეს, დაგვეხმარეთ

Kakha Kaladze Levan Kobiashvili Zura Zviadauri ??❤️

ამიტომ, ვარლამ ლიპარტელიანი • Varlam Liparteliani Lipo / ლიპო შენ უნდა დარჩე!

ლიპოპარიზში
ლიპოტაშკენტში

გთხოვთ, გაიზიარეთ ჩემი კამპანია და შევძლოთ, ერთად დავტოვოთ კაპიტანი სპორტში!”

გუგა სიხარულიძე:

“დარჩილიპო ქართულ ძიუდოს ჭირდები. შენი ცოდნა დაა ძალა ჭირდება ამ უმაგრეს სპორტის სახეობას რომელიც ასე გვახარებს . ჯერ შეგწევს იმის ძალა დაა ენერგია რომ კიდე ბევრჯერ გვასახელო. შენზე ძლიერი თუ გამოჩნდება შენ წონაში ვინც დაგამრცხებს კიბატონო თავაწეულმა შეგიძლია დაგვტოვო მაგრამ ეხლა ცხელ გულზე ნუ მიღებ მსგავს გადაწყვეტილებას.”

ბონდო მძინარაშვილი:

“ლიპო რჩება და იმარჯვებს!”

თეგები: ვარლამ ლიპარტელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved