• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ დღეში ჩავაყენო…” – რა ჩანაწერები მოასმენინეს ჟურნალისტებს პროკურატურაში?

ალია ავტორი - ალია
16:37 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

პროკურატურამ დღეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას საქმის გამოძიებაზე დამატებითი დეტალები მიაწოდა.

ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მიერ, ტყეში თვითმკვლელობის სურვილი იყო. პროკურორის ცნობით, არსებობს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც ბაჩალიაშვილი ამ საკითხზე საუბრობს.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ადგილზე მისული ჟურნალისტებისთვის დახურული შეხვედრა გამართეს და მედიის წარმომადგენლებს საქმეში არსებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების მხოლოდ ნაწილი გააცნეს.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ოპერატორებს კამერების, ჟურნალისტებს კი მობილურების გამორთვა მოსთხოვეს, რათა მასალის ფარულად ჩაწერა არ მომხდარიყო. მათი თქმით, პროკურორები ამ მასალების გასაჯაროებას გეგმავდნენ, თუმცა გარდაცვლილი გოგონას პირადი სივრცის და ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინების გამო გადაიფიქრეს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საერთო ჯამში 5 ვიდეო და აუდიოჩანაწერი აჩვენეს. მათგან ორში თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებაც ჩანდა. საგულისხმოა, რომ ყველა ჩანაწერი მოსასმენად ემოციურად საკმაოდ მძიმე იყო და ის გარდაცვლილი გოგონას ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახავდა. ყველა ჩანაწერში ის საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და საკუთარ პრობლემებზე საუბრობდა.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველ ორ ვიდეოში, სადაც თავად თამარ ბაჩალიაშვილი ჩანდა ამბობდა, რომ მას პრობლემები როგორც სამსახურში, ისე უნივერსიტეტში, მეგობრებთან ურთიერთობისას და პირად ცხოვრებაში ჰქონდა. ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა სწავლის მიმართ და ფიქრობდა, რომ პარიზში განათლების მიღებას ვეღარ გააგრძელებდა. ამ ვიდეოში თამარი საკუთარი თავის ზედმეტად კრიტიკული შეფასებით გამოირჩეოდა. ამბობდა, რომ საკუთარი თავი ეზიზღებოდა, რადგან ბოლო პერიოდში წონაში მოიმატა. ვიდეოში ასევე ისმის, რომ ის გასახდომ ჩაის მოიხმარდა და საკუთარ თავს მიზანიც კი დაუსახა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წონაში დაიკლებდა. ამავე ვიდეოში ბაჩალიაშვილი თანამშრომლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანების მიმართ უფრო თბილი და უკონფლიქტო უნდა იყოს…  ამ ჩანაწერისას თამარ ბაჩალიაშვილი თბილისის ერთ-ერთ უბანში სკვერში იმყოფება თუმცა ვიდეოდან კონკრეტული ტერიტორიის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება სხვა ჩანაწერებს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტებმა მხოლოდ აუდიოჩანაწერები მოვისმინეთ. საგულისხმოა, რომ ყველა მათგანი ემოციურად საკმაოდ მძიმე საყურებელი იყო, რადგან ყველა ჩანაწერი მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავდა და ფაქტობრივად ყველა მათგანში 23 წლის გოგონა ტიროდა.

აუდიომასალებში თამარ ბაჩალიაშვილი თავის უფროსს, ნიკა გეჯაძესაც შეეხო. როგორც ცნობილია მას ამ პიროვნებასთან გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდა. ბაჩალიაშვილი ამ ჩანაწერში გეჯაძის მიმართ არსებულ სიმპათიაზე საუბრობს, თუმცა მათი ურთიერთობის გაგრძელება ვერ მოხდა. ბაჩალიაშვილი ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური რაც პროკურატურაში ჟურნალისტებმა მოვისმინეთ ბოლო აუდიოჩანაწერი იყო. ამ მასალაში ბაჩალიაშვილს თითქოს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სიცოცხლის სუიციდით დასრულება. ის ამბობდა, რომ თვითმკვლელობის ყველა გზა იცოდა, მაგრამ საკუთარი თავის ხელში აყვანას ცდილობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან თქვა – „არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა მოუწევთ.“

პრაიმტაიმი

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved