ყოფილი პატიმარი დავით გაიხარაშვილი, რომელიც, უკვე წლებია ცხოვრობს გერმანიაში, სადაც მას უმკურნალეს და ფეხზე დააყენეს, 2013 წელს სახელმწიფოსგან მკურნალობის ანაზღაურებას ითხოვდა. ოპერაცია, რომელიც მას სჭირდებოდა, საზღვარგარეთ უნდა გაკეთებულიყო და მაშინ გავრცელებული ინფორმაციით 106 750 ევრო ჯდებოდა. გაიხარაშვილის თქმით, მკურნალობა მას 2006 წლის ციხის ბუნტის შემდეგ დასჭირდა.
იგი, 2013 წელს გერმანიაში გასამგზავრებლად, წამლების საყიდლად და ქირის გადასახდელად, მოქალაქეებს სთხოვდა დახმარებას და სწორედ ამ პერიოდში, როგორც წერს, ირაკლი ღარიბაშვილსაც გადაურიცხავს თანხა, პირადი ანგარიშიდან. 2013 წელს ის პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში და ქირის გადახდასაც ვერ ახერხებდა, რადგან ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდებოდა, დღეს, წერს, რომ გერმანიაში სახლიც აქვს, მკურნალობაც, მედიკამენტებიც, და ყველაფერი მისცა გერმანიამ, რაც სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ადამიანურად არსებობისთვის აუცილებელია.
დავით გაიხარაშვილი:
მე არ მესმის კაცის დაჭერა როგორ უნდა უხაროდეს ვინმეს,უბრალოდ იმაზე მეტი ადამიანია გაბორტებული ვიდრე მეგონა, სამწუხაროა ეს ამბავი მაგრამ ძალიან ბევრს შევახსენებ თუ გახსოვთ. მე ძლიან მძიმედ ვიყავი ფაქტიურად ქუჩაში და უწამლოდ. მოკლედ ბევრი იძახდა რომ ვერ გადავრჩებოდი, მეც ესე მეგონა, მაგრამ დედაჩემის და დღეს უკვე ჩემი მეგობრების ბრძოლის შემდეგ მართლაც სასწული მოხდა, აღმოვჩნდი გერმანიაში ძალიან ბევრმა იბრძოლა ჩემს გამო რაზეც ქედმოხრილი გიხდით მადლობას თქვენ ოჯახებს ფარავდეს ღმერთო.
ეხლა რაზე.ვწერ ამ პოსტს ამ უამრავი ხალხში ერთ–ერთი იყო ირაკლი ღარიბაშვილი რომელმაც ყველაფრის გვერდის ავლით მე საკუთარი ანგარიშიდან ხუთიათასი ლარი გადმომირიცხა გადასარჩენად, კი ეს ვინმესთვის შეიძლება არაფრი თანხა იყოს მაგრამ როცა წამლები არ გაქვს ქირას ვერ იხდი და ლუკმა გენატრება ეს იმაზე მეტია ვიდრე წარმოვიდგენდით მე და დედაჩემი.
დღეს მე გერმანიაში ვცხოვრობ უკვე 14 წელია და სახლიც მაქვს. წამლებიც, მოკლედ, რაც აუცილებელია ყველაფერი მომცა გერმანიან, რაზეც დიდი მადლობას ვუხდი.
მე როცა მიჭირდა ბევრმა უკან არ დაიხია ეხლა კი ჩემი ჯერია რითაც შევძლებ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს გვერდით დავდგები მე. მან მაშინ არ მიმატოვა როცა სიკვდილს ვებრძოდი არც მე მივატოვებ. სოლდიარობას ვუცხადებ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მის ოჯახს
ცნობისთვის, 2013 წელს, როცა გაიხარაშვილი გერმანიაში ოპერაციის დაფინანსებას ითხოვდა და ამბობდა, რომ გადარჩენისთვის იბრძვის, ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ “კომისია ძირითადად უფრო სხვა სპეციფიკის შემთხვევებზეა ორიენტირებული, კერძოდ, იმ შემთხვევებზე, როდესაც სამედიცინო ჩარევის გარეშე პაციენტს დაღუპვა ემუქრება.”











კომენტარები