“ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი, დეპუტატი, დიტო სამხარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
” ნაციონალური მოძრაობის მიერ, ზუგდიდში ჩატარებული აქცია, არის საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი უმაღლესი დონის დანაშაული ❗
ეს იგივეა, ომში უიარაღოდ დაუპირისპირო მტერს ჯარისკაცი, ხელი კრა კაცს, რომელსაც ხრამში გადავარდნა სურს და ის, რაც ოკუპანტები უსურვებენ საქართველოს.
ეს არის თავხედობა და მავნებლობა ❗
ყველასათვის არის ცნობილი, რომ ზუგდიდში გვყავს კორონა ვირუსით დაინფიცირებული პაციენტი. დასკვნები მომინდვია მიშისტებისათვის ❗
ნამდვილად არ მეგონა თუ ასე სძულდა ცოლ-ქმარს მეგრელები, არც ის ვიცოდი, რომ გამორიცხული არ იყო მეგრელებზე “ვენდეტის” სურვილი ჰქონოდათ, რადგან მისი ცოლი არ აირჩიეს ბოლო არჩევნებზე ❗
ამ იდიოტს, ბევრჯერ დაუსჯია ქართველი ხალხი. მითუმეტეს სამეგრელო ❗
ჩემო მეგობრებო, ნაცების და დორბლიანის ჯინაზე, სამეგრელოში კორონავირუსი არ გავრცელდება. უფალი გფარავდეთ”
კომენტარები