• რეკლამა
  • კონტაქტი
10:28, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა დაკავებული ჟურნალისტის მონახულება”- კრამონს ნიკა გვარამიასთან შესვლის უფლება არ მისცეს

ალია ავტორი - ალია
15:57 09-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ოფიციალურ წერილზე არ უპასუხა. ევროპარლამენტარი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების უფლებას ითხოვდა.

 

“უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობდი, რომ როგორც ევროპარლამენტარს, საქართველოში ციხეში ჩემთვის პატიმრის მონახულება მარტივი იქნებოდა. მსგავსი რამე 2010 წელს აზერბაიჯანშიც გავაკეთე, რა დროსაც, პოლიტპატიმრის მონახულების საშუალება მომცეს. არ მეგონა თუ ასეთი რთული იქნებოდა დაკავებული ჟურნალისტის მონახულება.

თავდაპირველად მიპასუხეს, რომ მე არ მივეკუთვნებოდი იმ ჯგუფს, რომელსაც ნიკა გვარამიას მონახულების უფლება ჰქონდა. შემდეგ იუსტიციის მინისტრს მივმართე, მივიღე უარყოფითი პასუხი. შემდეგ მეორედ მივმართე და პასუხი იგივე იყო. როცა მკითხეს, იყო თუ არა მისი მონახულება მნიშვნელოვანი, მე ვუპასუხე, რომ კი და დავასაბუთე 12 რეკომენდაციით, სადაც მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა მთავარ პუნქტებად წერია.” ამბობს ევროპარლამენტარი. 

შეგახსენებთ, ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. მან თავდაპირველად პენიტენციურ სამსახურს მიმართა ნიკა გვარამიასთან შესვლის ნებართვაზე, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კი მინისტრ ბრეგაძეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რაზეც ბრეგაძეს ამ დრომდე პასუხიც არ გაუცია.

თეგები: ვიოლა ფონ კრამონინიკა გვარამიარატი ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved