„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა:
„არ გავატანთ, მე პირადად ერთი ადამიანი ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა მელია, ნიკას დაპატიმრებას თუ გადაწყვეტენ, მე გავუწევ წინააღმდეგობას ფიზიკურად და მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც“
რაც შეეხება „გირჩის“ მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრების დატოვების საკითხს, დეკანოიძე აცხადებს, რომ მათზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
„გირჩთან“ დაკავშირებით არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. ისინი აცდენილი არიან რეალობას. ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული პოზიციები. მისი გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელიც ჩემთვის, როგორც არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, არამედ, როგორც ნიკა მელიას მეგობრისთვის, იყო სრულიად მიუღებელი“
კომენტარები