• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ აქვს მნიშვნელობა „ღორის გრიპი“ გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს – ივანე ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
12:50 02-14-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, დეკემბრიდან თვიდან თებერვლის ჩათვლით სტაბილურად მაღალია პედიატრიულ კლინიკებში მომართვიანობა.

„ქვეყანაში დეკემბრის ბოლო კვირიდან გრიპის ვირუსი დომინანტურია. იანვრის პირველი კვირის შემდეგ, გრიპის გავრცელების მაჩვენებელი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 50%-ზე ზემოთ არის. საქართველოში ყველა მეორე შემთხვევა კვლავ გრიპია.

იანვრის პირველი კვირიდან დაწყებული, თებერვლის მეორე კვირის ჩათვლით, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი 50%-ზე მეტია. ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ გრიპის პიკი გადასულია.

იანვრის მეორე კვირიდან ქვეყანაში, უმრავლეს შემთხვევაში B ტიპის დადასტურებული შემთხვევები გვაქვს. B ტიპის ვირუსს განიხილავენ, როგორც „ღორის გრიპზე“ სუსტს. ეს არ არის სწორი! არ აქვს მნიშვნელობა B ტიპის ვირუსი გაქვთ თუ A, ორივე გრიპია და ჯანმრთელობის რისკები პრაქტიკულად იდენტურია. ახლა დომინანტურია B ტიპი. „ღორის გრიპის“ მაჩვენებელი 18% არის, B გრიპის – 49%. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაქვს, „ღორის გრიპი“ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს, ორივე საყურადღებოა. მკურნალობა, რისკები, პრევენცია იდენტურია! ვინც ოთხკომპონენტიანი ვაქცინა გაიკეთა, მინდა იცოდეს, რომ მასში ზუსტად ეს ვარიანტები შედიოდნენ. აღნიშნული ვაქცინა გრიპის ორივე ვარიანტის მიმართ არის ეფექტური. ზუსტად ემთხვევა იმ ვირუსების გავრცელებას, რაც ახლა არის ქვეყანაში.

პედიატრიულ კლინიკებს რაც შეეხება, მიმართვიანობა მაღალია. თბილისში და რეგიონის დიდ პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობის უკან დგას მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, გრიპით გამოწვეული მიმართვიანობა. დეკემბრიდან დაწყებული სტაბილურად მაღალია მომართვიანობა. ეს გაზრდილი მომართვიანობა არ აჭარბებს იმ სტატისტიკას, რაც გვქონდა გასულ წელს, ან 2023 წელს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved