• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქვთ თუ არა “ოცნების” წევრებს კორონავირუსი? – 100 კაცის ნიმუში ტესტირებისთვისაა გაგზავნილი

ალია ავტორი - ალია
00:03 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

“ფორმულას“ ინფორმაციით, პარტიის 100 კაციანი სია ტესტირებისთვის კერძო ლაბორატორიაშია გაგზავნილი. რისკ-ჯგუფში არიან დეპუტატები კომოს ტბის სკანდალური ვიზიტიდან. ბიძინა ივანიშვილის გუნდის პანიკის საფუძველი ორი მიზეზი გახდა, ნომერ მე-15 პაციენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მეგობარია. 

ასევე საეჭვოა მთავრობის მაღალჩინოსნის ის დაბადების დღე 6 მარტს, რომელზეც მმართველი პარტიის წევრებთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირებული პირი იმყოფებოდა. ამ წვეულების შემდეგ იუბილარი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უარყოფდნენ კავშირს რისკ-ჯგუფებთან და არც იმაზე საუბარი სურთ, რატომ მიმართეს კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის კერძო კომპანიას. 

კორონავირუსით დაავადებული პაციენტი, „ნომერი 15“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ახლო მეგობარი ბიზნესმენია. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ შორის კომუნიკაცია რამდენჯერმე წინ შედგა; ერთხელ კოვიდ 19-ით დაავადებულის სახლში, მეორედ კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრას მხოლოდ ოდიშარია არ ესწრებოდა. აქ „ოცნების“ სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. დეპუტატები, რომლებიც დასასვენებლად კომოს ტბაზეც ერთად იყვნენ. ამ საეჭვო გარემოებების მიუხედავად, არცერთი მათგანი თვითიზოლაციაში არ არის. ამტკიცებენ, რომ ინფიცირებული მეგობარი, რამდენიმე თვეა არ უნახავთ.

კახი კალაძე კიდევ უფრო შორს წავიდა – თქვა, რომ ბიზნესმენთან არ მეგობრობს და მასთან კომუნიკაცია 1 წელია არ ჰქონია. არადა კომოს ტბაზე „ოცნების“ წევრთა სკანდალური მოგზაურობა ნოემბერში შედგა.   

გენადი არველაძე, რომელთან კომუნიკაციასაც „ოცნების“ წევრები კატეგორიულად უარყოფენ, ამ დრომდე თვითიზოლაციაში რჩება. ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა. სოციალურ ქსელში ინფორმაცია 9 მარტს თავად გაავრცელა და იზოლაციის მიზეზები განმარტა. მას საეჭვო კავშირები ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულთან. არსებული ინფორმაციით, ეს დაავადებული სწორედ ის პაციენტი #15-ია . შეხვედრა 6 მარტს, დაბადების დღის წვეულებაზე შედგა. რომელსაც „ქართული ოცნების“ არაერთი წევრი ესწრებოდა.

ამ საეჭვო კავშირების გამო „ქართული ოცნება“ პანიკაშია. „ფორმულასთვის“ ასევე ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ ლაბორატორიას 100 კაციანი სია გადაუგზავნა და კორონავირუსზე გამოკვლევა მოსთხოვა. ინფორმაციას „ოცნება“ საჯაროდ უარყოფს – მათ შორის პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

„ოცნების“ დეპუტატებს ინფიცირებულთან გადაკვეთის კიდევ ერთი წერტილი ჰქონდათ. რამდენიმე დღის წინ, ისინი თანაგუნდელი ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ. აქ პაციენტი ნომერი 4 „გეფას“ ხელმძღვანელიც მივიდა. არ არის გამორიცხული, რომ პაციენტი ნომერი 15-ის დეპუტატ ოდიშარიას ახლობელი ბიზნესმენის – კომოს ტბის წვეულების მონაწილის დაინფიცირებაც სწორეთ აქედან მოხდა. ექიმები ადასტურებენ, მას კავშირი იტალიიდან დაბრუნებულთანაც ჰქონდა.

ფორმულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved