• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქციებზე გაზით ინტოქსიკაციის შედეგი 4–5 თვის შემდეგ – “ფაქტობრივად ხალხი სასიკვდილოდ დაგვწამლეს”

ალია ავტორი - ალია
03:43 04-26-2025
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,564

პროევროპული აქციების მონაწილე, ნინო ხარჩილავა:

აქციებზე გაზით ინტოქსიკაციის შესახებ ბევრმა დაწერა და მინდა მეც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რადგან ჩემს შემთხვევაში მწვავე შედეგები გამოვლინდა ცოტა გვიან და პიკს მიაღწია ამ დღეებში, თუმცა სიმპტომები მაშინვე, დეკემბერში სახეზე იყო. დამჭირდა ჰოსპიტალიზაცია სისხლის ანალიზში თრომბოციტების მკვეთრი ვარდნის გამო. სიმპტომები იყო ძირითადად ძლიერი სისუსტე, სისხლჩაქცევები და წითელი წინწკლები კანზე, ჭრილობებიდან გადაჭარბებული სისხლდენა. დროულად ვერ მოვახერხე ექიმთან მისვლა და შედეგად, ჩემი მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, საბედნიეროდ, მკურნალობას დაექვემდებარა და უკეთ ვარ.
ამას იმიტომ არ ვწერ, რომ შეგაშინოთ, მაგრამ მოვალეობად მიმაჩნია, გაგაფრთხილოთ ვინც აქციებზე იყავით გაზის გაშვების დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში ყურადღებით იყოთ.
სისხლში თრომბოციტების მკვეთრმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა არა მხოლოდ კანზე, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, მათ შორის ტვინში და დამთავრდეს ლეტალურად.
ფაქტობრივად ხალხი სასიკვდილოდ დაგვწამლეს და ისე გაგვძარცვეს, რომ მკურნალობის ფულიც აღარ დაგვიტოვეს. ამიტომ, გთხოვთ ვისაც საშუალება გაქვთ, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევები და ვისაც არა, ერთობლივი ძალებით მოვიძიოთ რესურსი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved