• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აყირავების“ სქემა და „გაპრემიერობის“ მსურველი პოლიტიკოსი – რას წერს დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:32 06-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255
ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი:
“ოპოზიციურ სპექტრში, ნაცმოძრაბის „კლასიკური“ შემადგენლობის შემდეგ, ყველაზე ამბიციური და თვალსაჩინო როლი და გეგმები აქვს გიორგი ვაშაძეს, რომლის მხრიდან აშკარად იმატა პოლიტიკურმა აქტივობამ. თავის ეკლექტიკურ “ტროიკაში“ ის ღიად პოზიციონირებს, როგორც ე.წ. „სამეულის“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი. პარალელურად, ლევან ხაბეიშვილთან საკუთარი ურთიერთობის წყალობით, ცდილობს მოახდინოს ზემოქმედება „ე.ნ.მ.“-ზე და თხოვს ვანო მერაბიშვილს, თავისი ზეგავლენა გამოიყენოს ნაცმოძრაობაზე, რათა მათ მხარი დაუჭირონ მის მომავალ „გაპრემიერებას“.
ვაშაძე ასევე აქტიურად არის ინტეგრირებულია ე.წ. სააკაშვილის „საოჯახო“ ფრთასთანაც (ჩალაძე, ალასანია) და ცდილობს მონაწილეობის მიღებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ყველა წამოწყებაში – ყოველ შემთხვევაში თვალსაჩინოდ „ფართხალებს“ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას მეშვეობით, არწმუნებს მამუკა ხაზარაძესაც – სამომავლოდ შეუერთდეს მათ ე.წ. “სამეულს“.
შექმნილი ვითარებიდან ვხედავთ, რომ გიორგი ვაშაძეს აქვს ამბიციური სურვილი მოახდინოს ოპოზიციური ფრონტის, საკუთარი პერსონის ირგვლივ გაერთიანება. თუმცა ამასთანავე, მის მიმართ პირდაპირ პროპორციულად მატულობს ნეგატივიც: მისი ზე-აქტიურობის გამო, გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავს ელენე ხოშტარია და მისი გარემოცვა.
არანაკლებად უკმაყოფილოა ზურა ჯაფარიძეს უახლოესი წრეც, რომელიც მიიჩნევს, რომ “გირჩის“ რეიტინგის კლება განპირობებულია სწორედ რომ ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძესთან გაერთიანებით. გირჩელებს აქვთ მისი აშკარა მიუღებლობა, გარდა ამისა სწორედ ვაშაძის პერსონა წარმოადგენს „სამეულში“ – „ლელოს“ ინტეგრაციის მთავარ პრობლემას. ასევე მისი პერსონით უკმაყოფილებას ღიად გამოხატას “მიშისტების“ კონკრეტული ფრთა და კეზერაშვილის „ე.ნ.მ.“-ს ფლანგი – განსაკუთრებით ლევან ბეჟაშვილი.
თუ შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე ვინმეს მიუსადაგო ფსიქო-პოლიტიკური დაავადება „მანია-გრანდიოზა“ – ეს არის გიორგი ვაშაძე. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი მოიცავს გარემოზე ღრმა შიშნარევ და გარეგნულად მოჩვენებით აგრესიულ თავდასხმით ტაქტიკას, საკუთარი ღრმად ჩამოყალიბებული კომპლექსების გამო, რომელთა დაძლევას ცდილობს შეუსაბამოდ გადამეტებული პოლიტიკური ამბიციებით, რომლებიც განაპირობებენ მის თითოეულ ქმედებას. სერიოზული საიმიჯო ზიანი მიაყენა მას ე.წ. „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულმა სკანდალმა, რამაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არსებითად შეასუსტოს მისი ისედაც „პლინტუსქვედა“ რეალური პოლიტიკური პოზიციები.
თუმცა საკუთარი ზე-ამბიციურობის ნიადაგზე ავადმყოფურად შეპყრობილი ვაშაძე, მოკლებულია რეალობის ადეკვატურად შეფასებას – ამიტომ მისი მხრიდან მომავალი „გაპრემიერობის“ პერსონიფიცირების დემონსტრირებას კიდევ დიდი ხანი ექნება ადგილი. მაგრამ ვაშაძის ეს ფსიქო-პოლიტიკური გადახრა აღიზიანებს პრაქტიკულად ყველას მის ირგვლივ, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, რაც სამომავლოდ უქმნის მის დღევანდელ პარტნიორებს მის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მძლავრ მოტივაციას. რამდენად სერიოზული პოზიციები უკავია მას ხელისუფლების „აყირავების“ სქემაში – თავად განსაჯეთ. ჩვენ კი აუცილებლად გავაგრძელებთ სხვა, დანარჩენი „ამყირავებელი“ გარემოებების მიმოხილვას.”
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved