საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“უკვე ოფიციალურია: უწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთი დათანხმდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. რუსებსა და მის თანამგზავრებს დიდი იმედი კი ჰქონდათ, რომ თურქეთი დაბლოკავდა ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს და თავსაც იმშვიდებდნენ, მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ ეს პოლიტიკური სტრატეგია იყო ოფიციალური ანკარის მხრიდან – მეტი სარგებლის მისაღებად. პოლიტიკური ფასის აწევით ანკარაც კმაყოფილია, ჰელსინკიც, სტოკჰოლმიცა და ბრიუსელიც. აი მოსკოვში კი რთული სათქმელია როგორ განწყობაზე არიან.”
კომენტარები