• რეკლამა
  • კონტაქტი
05:13, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი“ – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
17:59 03-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

,,მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშს საგანგებო ბრიფინგით პასუხობს ირაკლი კობახიძე:

,,ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს.

ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ დროის სიმწირის გამო დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ანგარიშის ეს ერთადერთი ზოგადი დასკვნაა ალბათ, რომელსაც შეიძლება სრულად დავეთანხმოთ

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს.

რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი – არჩევნები. საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას, ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო“

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved