ფოტო – ზოგადი
მთავარი არხის ინფორმაციით, ანაკლიაში, 3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა. შემთხვევა დღეს მოხდა. ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ის ჭითაწყარის საავადმყოფოშია გადაყვანილი – ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.
ცნობილია, რომ ბავშვი დედასთან ერთად სტუმრად ბაბუასთან იყო. თვითმხილველების ცნობით, ის სახლის ეზოში, მდინარის პირას თამაშობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. მცირეწლოვანი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს.
კომენტარები