• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამიტომაც ეშინიათ ხელისუფლებ(ებს) – ამასაც, წინასაც, იმის წინასაც… და ვართ ასე, სრულ მარაზმში” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
17:55 07-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

უპატრონო ძაღლების ქვეყანა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯერ გორის ტრაგედიაზე:
ანგელოზივით დედა-შვილი დაიღუპა.
მოკლა გარეწარმა, ვისაც დაახლოებით 1000 დოლარი ჰქონდა 250 ჯარიმაში გადახდილი, თუმცა „ეკიდა“ ის ჯარიმები და როგორც უნდოდა ისე დადიოდა.
რატომ?
აბა ჩავხედოთ კანონმდებლობას:
სიჩქარის გადაჭარბებაზე და სხვა ამგვარ დარღვევებზე არის ჯარიმა, მაგრამ…….„ქულები“, რომლებიც საბოლოოდ (თუ ამოიწურა) მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯება, აღვირახსნილ მძღოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში აკლდება, თუ დარღვევა არა ქუჩის კამერამ, არამედ „ცოცხალმა პატრულმა“ დააფიქსირა, გამოწერა ჯარიმა, მოაკლო ქულები და ა.შ.
არ გეჩვენებათ უცნაურად?
თუკი ჯარიმა იწერება „კამერის მონაცემებით“, ქულები რატომ არ აკლდება იმავე კამერის მონაცემებით?
პასუხი: იმიტომ, რომ ხელისუფლებამ იცის – თუ „კამერას მიებმება“ ქულების დაკლება, მერე ჩამორთმევა, ეს სასტიკ უკმაყოფილებას გამოიწვევს ე.წ. „ქართველ მძღოლებში“.
მათი დიდი ნაწილის ჩლუნგი მენტალობა დაახლოებით აი ასეთ ნარატივს პროდუცირებს:
„მე ხომ (ჯერ) არავინ მომიკლავს?! აი რომ მოვკლავ, მერე ჩამსვი ციხეში, ოღონდ მე (მე!!) ეს არ დამემართება. დავარღვიე? დამაჯარიმე. მაგრამ ქულებს რატომ მიკლებ და მართვის მოწმობას რატომ მართმევ? მანქანა ჩემი ოჯახის წევრია!“
სწორედ ამ გარდაუვალი რეაქციის გამო, ყველა ხელისუფლებას საქართველოში…… ამ ხელისუფლებასაც, წინა ხელისუფლებასაც, იმის წინა ხელისუფლებასაც……. ე შ ი ნ ო დ ა იმ ერთადერთი ქმედითი გადაწყვეტილების მიღების, რაც „გორელ გარეწარს“ და მისთანებს აღარ მისცემდა საშუალებას, ადამიანები დაეხოცა.
მართვის მოწმობის „ქულები“ რომ კამერებზე იყოს მიბმული, როგორც ჯარიმებია, ის საბრალო დედა-შვილი დღეს ცოცხლები იქნებოდნენ და კიდევ ცოცხალი იქნებოდა უამრავი ასეთი უმწეო, უდანაშაულო ადამიანი, რომელთა ქუჩებში ხოცვა-ჟლეტის მაჩვენებლით, ეს „სახელმწიფო“ აფრიკის ყველაზე ბინძური, ველური, ბნელი ქვეყნების დონეზეა.
იმიტომ, რომ ხელისუფლებ(ებს), ვიმეორებ, ე შ ი ნ ი ა თ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების.
ამ შემთხვევაში უმარტივესის: „ქულების დაკლების“ მიბმა კამერებით (და არა მხოლოდ „ცოცხალი პატრულის“ მიერ) დაჯარიმებაზე.
თორემ არჩევნებს წააგებენ, ან ბრბოს რევოლუციას მიიღებენ.
ასე იყო, არის და იქნება მუდამ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა მეორე მაგალითი:
ნებისმიერ უცხოელს, ვინც პირველადაა საქართველოში, თუ ჰკითხავთ: „ყველაზე მეტად რა არ მოგეწონაო“, დაუფიქრებლად გიპასუხებთ: „უპატრონო ძაღლები ყველგან – ქუჩაში, სადარბაზოებში, მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, ტრანსპორტში, მეტროში, ავტობუსებში……ასეთი მარაზმი აფრიკაშიც არ მინახავსო“
რა არის ამის მიზეზი?
ისევ და ისევ ის, რომ ხელისუფლებას (ამ ხელისუფლებასაც, წინა ხელისუფლებასაც, იმის წინა ხელისუფელბასაც) ე შ ი ნ ი ა მიიღოს ის ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მიიღეს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და რაც კატასტროფულად არაპოპულარულია საქართველოში: ცხოველთა აყვანის უმკაცრესი კონტროლი!!
ნახეთ რა ხდება ჩვენში: ვიღაც უპასუხისმგებლო დეგენერატი აიყვანს პატარა ლეკვს, გაზრდის ასე თუ ისე…… მერე ყირჭდება, ზიზღდება, წაიყვანს სადმე მანქანით, მიაგდებს ტყეში ან შორეული უბნის ქუჩაზე და….მორჩა.
აი ეს არის მთავარზე მთავარი, ყველაზე არსებითი მიზეზი იმ საზიზღრობისა, რაც ხდება!
მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში……ნურას უკაცრავად: თუ ლეკვს აიყვან, უნდა დაარეგისტრირო; შემდეგ 3 თვეში ერთხელ მოვა სპეციალური სამსახური, გააკონტროლებს, შეამოწმებს, – თუ აღარ გინდა ძაღლი, გადაიხდი დიდ ჯარიმას და ჩააბარებ თავშესაფარში.
საქართველოში ამას ისევ და ისევ ჩლუნგი ეროვნული მენტალობა ეწინააღმდეგება შემდეგი ნარატივის ბღავილით: „ოჯახში მივარდებიიიიიიიიიიი?!!! რას ქვია მიმოწმებ ძაღლი გავაგდე თუ არაააააააა? მოკვდა და დავმარხე! რატომ არ განვაცხადეეეეეეე? არ არის შენი საქმე რატომ არ განვაცხადე, არ მეცალა. რა შენი საქმეა? ფაშიზმში ვცხოვროოოოოოოოობთ, ტოტალიტარიზმში ვცხოვროოოოოოოობთ!!……“ და ასე შემდეგ.
მერე ამ მარაზმს რა თქმა უნდა აიტაცებს ოპოზიციური მედია, ანტი-სახელისუფლებო პროპაგანდა, რუსთაველი….. ქუჩა…… რევოლუცია და ა.შ.
არადა, სანამ ეს ელემენტარული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რამდენი ძაღლიც არ უნდა აცრა, რამდენიც არ უნდა გაასტერილურო, რამდენი თავშესაფარიც არ უნდა მოაწყო ცხოველებისთვის, იგივე მარაზმი შენარჩუნდება.
მაგრამ……საშინლად არაპოპულარული გადაწყვეტილებაა.
ამიტომაც ეშინიათ ხელისუფლებ(ებს) ანუ ყველა ხელისუფლებას – ამასაც, წინასაც, იმის წინასაც…… და ვართ ასე, სრულ მარაზმში, როდესაც სახელმწიფო მის ელემენტარულ ფუნქციას ვერ ასრულებს, დაიცვას ადამიანი და ადამიანური ცხოვრების ცივილიზებული ნორმები.
ევროპა არა კვატი!
ოდესმე ეშველება რამე ამ საქმეს?
არა მგონია.
იმიტომ, რომ მენტალობა არ იკურნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved