• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამისთვის ვისჯები” – რა თქვა გიორგი უძილაურმა სასამართლოზე

ალია ავტორი - ალია
13:35 07-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,491

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურიც ესწრებოდა.

ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი და წარსულში “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი დღევანდელ სხდომაზე ამბობდა, რომ ის ევროკავშირის მხარდაჭერისთვის ისჯება.

გიორგი უძილაურის თქმით, ჯაშუში არ არის არც გულბაათ რცხილაძე. ადვოკატის, ბექა გულედანის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნა, რომ გულბაათ რცხილაძე უბრალოდ პრორუსია და მისი დაკავებით სახელმწიფომ პარიტეტი დაიცვა, “ვითომდა რუსეთის აგენტურასაც ვებრძვითო”.

ამასთან გიორგი უძილაურმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ევროპეიზმი ისეთივე დასჯადია, როგორც “ფაშისტური გერმანიის დროს ებრაელობა”.

ბრალდებულის პოზიცია უცვლელია, არ ცნობს თავს დამნაშავედ. დღეს სასამართლო სხდომაზე გააჟღერა რომ ვიღაც გიორგი უძილაური კი არ ისჯება, ისჯება ევროკავშირი. ასევე თქვა, რომ გულბაათ რცხილაძეც არ არისო ჯაშუშიო, ის უბრალოდ პრო-რუსიაო და პარიტეტი დაიცვაო სახელმწიფომ იმისთვის, რომ ვითომდა რუსეთის აგენტურასაც ვებრძვითო. თქვა, რომ ევროპეიზმი დღეს საქართველოში ისეთივე დასჯადია, როგორც ფაშისტური გერმანიის დროს ებრაელობა. ეს პოზიცია დააფიქსირა გიორგი უძილაურმა. 

ჩვენ მოვითხოვეთ აღკვეთი ღონისძიების გაუქმება, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება და ასევე საქმის შეწყვეტა, ვინაიდან არ იყო მტკიცებულებების ის სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქმის არსებით განსახილველად გადაცემას დაედოს საფუძვლად. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული და საქმე გადაეცა არსებითი განხილვისთვის,” – ამბობს ადვოკატი ბექა გულედანი. 

ცნობისთვის, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად პროცესები დახურულია.

გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved