• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის თქმას გვაძალებენ…” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
16:59 07-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,494

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ “ოცნებას” გლობალური ომის პარტიას აშშ და ევროკავშირი არ დაუსახელებია და აცხადებს, რომ არსებობს კონკრეტული ძალები და ამ ძალებთან აკავშირებენ როგორც ტრამპის მკვლელობის მცდელობას, ასევე “ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარის ინტერესს და მინიშნების ინტერესს, ვაკავშირებთ მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის და ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს”. 

ჩვენ არცერთხელ არ გვითქვამს, რომ გლობალურ ომის პარტიაში ვგულისხმობთ აშშ-ს და ევროკავშირს. გვაძალებენ, რომ თქვენ მაინც და მაინც ამას გულისხმობთო და არ ვგულისხმობთ. ადამიანებმა ტყუილში ტყუილით მხილება გადაწყვიტეს. პირიქით, მე ვამხელ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იტყვის – რომ ამერიკას ომი უნდა. არ გვითქვამს ასეთი და იქით უნდა ვამხილოთ ტყუილში ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს. უნდა გავბედოთ ეს და ამას ვბედავთ, ამისთვის ცდილობენ ჩვენს დასჯას ვიღაც–ვიღაცები.

რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, ესენი არიან ძალები, რომლებიც დგანან მეორე ფრონტის ინტერესის უკან. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ როგორც ასეთი, ეს არის აშშ, როგორც ასეთი, ეს არის ევროკავშირი, ჩვენ ასეთი არ გვითქვამს. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ კონკრეტულ ძალებს და ვაკავშირებით ამ კონკრეტულ ძალებთან, მათ შორის მაგალითად, ბატონი ტრამპის მოკვლის ინტერესს, ვაკავშირებით ბატონი ფიცოს მკვლელობის მცდელობის და მკვლელობის ინტერესს, ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარის ინტერესს და მინიშნების ინტერესს, ვაკავშირებთ მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის და ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს. და როდესაც უსამართლო კრიტიკას ვიღებთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნების, სხვადასხვა კონკრეტული პოლიტიკოსებისგან, ისმება კითხვა, თუ ეს ვერსია, რასაც ჩვენ ვავითარებთ, არასწორია, მაშინ რა არის სწორი ვერსია? და ამაში დარწმუნებული კი არ ვართ, ვიცით, არსებობს კულისებში საკითხები, რომლებზეც ვერ და არ ვლაპარაკობთ, რათა არ გადავლახოთ წითელი ხაზები. ღმერთმა არ ქნას, საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფერის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved