• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის მერე პუტინს რაღა გადაარწმუნებს ბიძინას ღალატში?” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:51 09-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,774

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

“პატარას ჩავაანალიზებ.
ვისაც გრძელი პოსტების კითხვა გეზარებათ, შეგიძლიათ შუიდან დაიწყოთ, სადაც პირადად ჩემს ვერსიაზე ვლაპარაკობ. მთლად მოკლე არც ისაა, მაგრამ ნახევარი მაინც უფრო მოკლეა, ვიდრე მთელი.
ჯერ კიდევ გუშინ, 2023 წლის 31 აგვიტოს, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი გამორიცხულია, რადგან საამისოდ ხმები არ ჰყოფნით და მმართველი პარტია არ დაიწყებს იმპიჩმენტის პროცედურას.
დღეს, 2023 წლის 1 სექტემბერს კი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას და მიუხედავად იმისა, რომ ხმები არ ჰყოფნით, ეს კეთდება იმისთვის, რათა ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს რადიკალური ოპოზიციისა და პრეზიდენტის ალიანსი.
პირველი შთაბეჭდილება ასეთი განცხადების შემდეგ არის ის, რომ ხელისუფლებაში უბრალოდ დაშტერდნენ, რადგან გარდა იმისა, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების კეთება ისედაც წამგებიანია პოლიტიკურად, ასჯერ უფრო მეტად წამგებიანია თავად იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, რომელიც ბუნებრივად გამოიწვევს არა რადიკალური, არამედ სწორედ ზომიერი და არანაცური ოპოზიციის კონსოლიდაციას პრეზიდენტის ფიგურის ირგვლივ და მისი რეიტინგის კიდევ უფრო ზრდას. ხოლო ის, რომ იმპიჩმენტი ჩავარდება და სალომეს “ვერ მოხსნიან”, კიდევ უფრო წამგებიანია, რადგან ეს იქნება ხელისუფლების სისუსტის დემონსტრაცია, რაც მის მომხრეებშიც გამოიწვევს დეზორიენტაციას და სალომე ზურაბიშვილს კი მესამე ძალის პოტენციურ ლიდერად გამოკვეთს.
სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ სხვა ვარიანტი უბრალოდ გამორიცხულია. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერს იგებს და მხოლოდ აგებს. ეს თავად ოცნებაშიც ესმოდათ გუშინ და სწორედ ამას ამბობდა მამუკა მდინარაძე.
მაშ რაშია საქმე? რატომ მიიღო ოცნებამ მისთვის წამგებიანი გადაწყვეტილება?
აქ თეორიულად შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი.
ა) უბრალოდ დაშტერდნენ და გამოტვინდნენ.
ბ) რაც კობახიძემ თქვა ისეა, ანუ რადიკალური ოპოზიციის და პრეზიდენტის ალიანსის მხილებაა მიზანი,
გ) კონსტიტუციის დარღვევა ვერ აიტანეს და თქვეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ, თუნდაც მაგრად დაგვერხესო.
დ) სალომეს გამოყვანა უნდათ კონსტიტუციის დამრღვევად და იმედი აქვთ, რომ ამით მის რეიტინგს დააგდებენ.
ე) ბიძინა ემზადება დასავლეთთან ურთიერთობის “დასალაგებლად” და ამ მიზნით ჩუმად ქაჩავს სალომეს და აბანძებს ოცნებას.
ა, ბ და გ ვერსიები შეგვიძლია თამამად გამოვრიცხოთ. ხელისუფლების კოლექტიურ ინტელექტზე არ ვარ მაღალი აზრის, მაგრამ ერთ დღეში ასეთი გამოშტერებისა ცხადია არ მჯერა და კანონი და კონსტიტუცია რომ ამათ ასი წელი ფეხებზე ჰკიდიათ, ეგეც ყველამ ვიცით. ასევე უნდა გამოვრიცხოთ ვერსია დ, რომელიც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე იურისტისთვის იყოს დამაჯერებელი, თორემ ხალხი რომ მთავრობის დაუკითხავად საზღვარგარეთ წასვლისთვის სალომეზე არ აღშფოთდება, როგორ გაბედა კონსტიტუციის დარღვევაო, ეს ცხადზე უცხადესია.
ვერსია ე-ს ჩვენ ალბათ აუცილებლად მოვისმენთ მართლა რადიკალური ოპოზიციონერებისგან, რომლებიც აქამდეც ამტკიცებენ, სალომე მთლიანად ბიძინას ინსტრუქციებით მოქმედებსო, თუმცა, ჩემი აზრით ეს მხოლოდ შეთქმულების თეორია და სერიოზულ განხილვას არ იმსახურებს.
პირადად მე კი სულ სხვა ვერსია მაქვს.
როდესაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა განცხადება იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყნებში აუკრძალა სალომეს ოფიციალური ვიზიტით წასვლა, ასევე ყველა ამბობდა, ეს ხელისუფლებისთვის წამგებიანიაო. ოღონდ რამდენიმე დაკვირვებულმა ადამიანმა მაშინვე აღნიშნა (იხ. მაგალითად Beka Kobakhidze-ს პოსტი), რომ ეს განცხადება რუსეთის გასაგონად იყო დაწერილი – აქაოდა ჩვენ არ ვართ შენი წინააღმდეგი და არ მივისწრაფით დასავლეთისკენ, უბრალოდ ეს ქალი არ გვიჯერებსო.
თუმცა, მე მაშინვე აღვნიშნე, რომ პუტინისთვის, რომელიც არავისზე ნაკლები პარანოიკი არაა, ასეთი განცხადება არ იქნებოდა დამაჯერებელი. ის აუცილებლად იეჭვიანებდა ბიძინაზე, რომ ორმაგ თამაშს ეწევა და მთავრობის პირით თუ რუსეთს უტკბება, პრეზიდენტის მეშვეობით დასავლეთს ეფიცება ერთგულებას. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი ასე იფიქრებდა და ეტყობა შესაბამისი გზავნილიც გამოუშვა თანდართული მუქარებით, ვისიც არ ითქმის სახელი, იმისკენ.
რა უნდა ქნას ამ სიტუაციაში ბიძინამ, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურს პუტინთან დაპირისპირება? რა და შეეცადოს როგორმე დაარწმუნოს ის, რომ სალომე არაა მისი ფარული აგენტი და ამ მიზნით იწყებს წინასწარ წაგებული იმპიჩმენტის პროცედურას. ამით საქართველოს ხელისუფლება დროს მაინც მოიგებს და ჩრდილოელ მრისხანე ბატონს რაღაც პერიოდი მაინც დააწყნარებს.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება იმპიჩმენტის პროცედურას საგრძნობლად გაწელავს, “ან ვირი ან ვირის პატრონი” პრინციპის იმედად, მაგრამ ბოლო-ბოლო ხომ მოუწევს მისი ჩატარება და რომ ჩავარდება კენჭისყრაზე იმპიჩმენტი, მერე პუტინს რაღა გადაარწმუნებს ბიძინას ღალატში? საკითხავი აი ეს არის.
ცხადია, აქ ვგულისხმობ ხელისუფლების საკითხავს, თორემ მე პირადად ასი წელი მკიდია პუტინი რაზე ინერვიულებს. რაც უფრო მეტად დააზიანებს ქართული ოცნება თავს და რაც უფრო აამაღლებს პრეზიდენტის რეიტინგს, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის.
და ბოლოს, ვფიქრობ ამ დღეში ხელისუფლება არ ჩავარდებოდა, რომ არა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის გამარჯვებაზე ფსონის დადება და ამით რაღაც დივიდენდების მოპოვების მცდელობა. სრულიად ელემენტარული პოლიტიკური და ისტორიული გამოცდილების ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ: რუსეთთან ურთიერთობები არ ლაგდება! რუსეთი არის საქართველოს მტერი და ესაა ობიექტური, შეიძლება ითქვას გეოპოლიტიკური მოცემულობა და არა ვინმეს სუბიექტური არჩევანი.”
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved