• რეკლამა
  • კონტაქტი
06:32, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამის დრო არ არისო,, – არის ბეცი და სულელური ალიბი იმისთვის, რომ ადამიანებს აიძულო ის, რაც არ სურთ და არ ჰკითხო, რატომ არ სურთ” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:13 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

გერმანიში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“აუცრელი,

გინდაც ათი ტესტი გქონდეს რომ არ ხარ ინფიცირებული,

ძალიან ბევრ ადგილას ვერ შევა!!

ეს ახალი რეგულაციაა

და ეს ხდება არა ჩინეთში, არამედ ჩემს უსაყვარლეს ქალაქ ჰამბურგში, დედამიწის არა ულამაზეს და არა უმაგრეს ქალაქში,

არამედ,

დედაამიწის ყველაზე ადამიანურ, ყველაზე მწვანე, ყველაზე ჰუმანურ, ყველაზე ბუნებრივ ქალაქში.

ამ მილიონიან ქალაქში ბევრი წელი მაშინ ვცხოვრობდი, როცა ქალაქის შუაგულში ჭრიჭინასა და ბუზის გაფრენის ხმა რომ მესმოდა ხოლმე პლანტენბლუმენის თუ სხვა პარკში და

ქალაქის უძველესი საპორტო უბნის, ახლა ჰაიპური უბნის ,,შპაიხერშტადში,, სეირნობისას საკუთარი ფეხის ხმა რომ იყო მყუდროების დამრღვევი….

სახელმწიფოს ყველა რეგულაციის უფლება აქვს, რომელიც არ ახდენს დისკრიმინაციას.

აცრილი რომ ნაკლებად ავად ხდება, ეს ფაქტია და ვხედავთ უბრალოდ ჩვენს ირგვლივ.

აცრილი რომ არ გადაჰყავთ საავადმყოფოში, რა გინდაც ჰქონდეს სატურაცია, თუკი გონიერება და სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, ესეც ფაქტია და ამასაც ვხედავთ.

აცრილი დაახლოებით 50%ით ნაკლებად ვირულენტურია, ამაზე არსებობს მოსაზრებები და კვლევები და შეიძლება ჩაითვალოს შესაძლებლად

აცრილი რომ ნაკლები დროა გადამდები, ვიდრე აუცრელი, ეს უკვე ფაქტია და მე ამას დამტკიცებულად ვთვლი.

ჰიგიენურობაზე და დისტანციაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, ეს ფაქტია, რომ ამცირებს მიღებული ვირუსის რაოდენობას და ნაკლებად ხარ ავად.

ესაა ასე თუ ისე ფაქტებად ასაღიარებელი მოცემულობა და ამასთან არააქვს პრობლემა არავის.

არის ერთ მილიონ ადამიანთა შორის იქნება და 30 ადამიანი, რომელსაც მთელი არსობით სჯერავს, რომ ყველაფერი ფეიკია და მოგონილია.

ის მოქადაგე მღვდელიც და ის მოქადაგე შეთქმულების თეორეტიკოსიც უკვე აცრილია, იმათ ეს არ სჯერათ.

ვისაც უნდა ამაში შევედავები.

ასაკოვანმა რელიგიურმა მამებმა აიცრეს ჩემთან უპირველესად და ახლა იცით როგორ ქადაგებენ?

,,რაც უფალმა გიკარნახოთ, ის გააკეთეთო,,

ვერ შეედავება ვერავინ, უკარნახა უფალმა და აიცრა

ხო საოცარი იდეაა??

ასეა ცხოვრება

რუსებს არა აქვთ ანდაზა? ჩემი ,,მაიკა,, ჩემთან ყველაზე ახლოა?,,

ეს ყველაფერი კარგი და გასაგებია.

ღვედებიც გასაგებია და ამა თუ იმ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობაც, როგორც ხშირად ადარებენ ხოლმე ამ რეგულაციებს ერთმანეთს,

თუმცა, ეს შეუდარებელი რამაა ღმერთმანი ამ ყველაფერთან.

როდის იწყება დისკრიმინაცია,

როდის იწყება ჩემი გამოთიშვა საზოგადოებიდან დეკრეტებისა და კანონების წესით არალოგიკურად?

დიახ, აი ეს ,,არალოგიკურობაა,, უმთავრესი დისკრიმინაციისას.

ის რომ ინტენსიურში და საავადმყოფოს ზოგ განყოფილებაში ბეჭედი, პირსინგი, გაშლილი თმა ან წვერი ღიად არ უნდა ატარო, აი ეს შეზღუდვა აბსოლუტურად ლოგიკურია.

წვერის ერთ ღერზე მილიარდი ვირუსი შეიძლება გქონდეს და გადასდო.

ამას ვაღიარებთ და ვიცით და ლოგიკურია.

იყო ჩივილები, სასამართლო პროცესები და ყველამ წააგო, იმიტომ რომ დამტკიცებულად ვერ ამტკიცებ, რომ სხვას არ ავნებ.

ამიტომ, პირსინგი და ბეჭედი უნდა მოიხსნა, თმა და წვერი აიკეცო და დამალო საავადმყოფოს ბევრ განყოფილებაში.

თუ რატომ უნდა შემზღუდო, როცა შემიძლია დაგიმტკიცო, რომ არა ვარ გადამდები?

აი ეს პრობლემატური საქმე მგონია.

მომთხოვე როგორი ტესტიც გინდა, კი ბატონო.

არაა ასეთი 100%იანი ტესტი?

ესეც მესმის და აი სწორედაც რომ აქ იწყება დისკრიმინაცია

ის, ვინც ასევე გადამდებია, ნაკლებად თუ მეტად, ეს სხვა ამბავია, მაგრამ, აი იმასთანაც რომ 100%ით ვერ გამორიცხავ, რომ არაა გადამდები,

და, აი იმას რომ ყველა კარი გაუხსენი ყოველგვარი ტესტირების გარეშე

ამას რა დავარქვა?

ვაქცინაციიის წახალისება?

კი ბატონო

და მაშინ უნდა უთხრა საზოგადოებას ამ წახალისების მეორე ეფექტიც

რომ არაცრილების მიუკარებელთა კასტა შექმენი და ვისაც ამ კასტის დატოვება სურს, უნდა აიცრას.

ვინმემ შეიძლება თქვას, რა დროს კასტებია და გარიყვაა და ადამიანების მარგინალიზაციაა ამ 21ე საუკუნეშიო…

იმათ უბრალოდ გავახსენებ, რომ

დაახლოებით 2 მილიარდამდე ადამიანი ინდოეთ პაკისტან ინდონეზიაში თუ დედამიწის ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ კასტურ საზოგადოებაში,

აქვთ ,,მიუკარებელთა კასტაც,, მაგალითად ინდოეთში და მაინც ითვლებიან ,,მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიად,,

და რატომ?

იმიტომ რომ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება.

აი როცა არჩევნებზე მისვლას აუკრძალავენ არ აცრილს,

ან სკოლაში არ შეუშვებენ არ აცრილ ბავშვს,

აი, მანამ ნუ გვექნება ცუდი ან მინიმალური პროტესტის გრძნობა..

თუმცა, თუ დაგვაფიქრებენ და გვაიძულებს ვინმე დეტალურად ჩაფიქრებას,

სკოლაშიც ყოველთვის იყო ,,კუტოკობა,, და ახლა ახალი ,,კუტოკი,, თუ დაემატა დასაჩმორებლად, არაცრილ ბავშვთა თუ მოზარდთა კუტოკის სახით, ამას არააქვს დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ეს მიუღებელი ირონიაა?

ეს სარკაზმი გგონიათ?

ეს რეალობაა და არა სარკაზმი თუ ირონია.

16 წლამდე აცრილთა ალბათ 80% ავცერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლის ამ რამდენიმე დღეში საშინელი მობინგი, გარიყვა იგრძნეს და ამიტომაც აიძულებენ მშობლებსაც, რომ აცრას დათანხმდნენ.

ეს რეალობაა.

გერმანული რეალობაა და ამაზე დიდ დისკუსიაა გერმანიაში.

ეს მალე ქართული რეალობაც გახდება და ბევრი კითხვები გაგიჩნდებათ, ძალიან ბევრი

და წარმოიდგინეთ ახლა ამ ბედნიერად აცრილების მოზარდი შვილების და შვილიშვილების აცრაზე რომ მიდგება საქმე და აქ ბევრი კითხვა რომ გაგიჩნდებათ და რომ გეტყვიან, ,,რა კითხვები შე ამისთანა, აიცერი და მორჩაო,,

აი მერე მიხვდებით მთელი სიტუაციის საშინელებას.

გერმანელებს აქვთ გამოთქმა

Zuckebrot und Peitsche

ეს ცხოველების აღზრდის მეთოდია, განსაკუთრებით მოუთრგუნავი ცხენების

,,შაქრიანი პური და მათრახი,,

შესთავაზებ შაქრიან პურს და არ დაგიჯერებს?

გადაუჭერ მათრახს

დაგიჯერებს?

მერე შესთავაზებ ისევ შაქრიან პურს

კიდე არ დაგიჯერა?

კიდე მათრახი.

ბოლო ბოლო მიზანი ისაა, რომ მათრახი არ დაგჭირდეს.

აი ესაა ჰუმანური მიზანი, რომ შაქრიანი პურით დაგემორჩილოს ისე, რომ მათრახი არ დაგჭირდეს.

ცხოველებში ეს წესი ამართლებს და უკვე საუკუნეებია აპრობირებული მეთოდია.

ვნახოთ ადამიანებზეც თუ შეიძლება ეს მეთოდი ასევე წარმატებული იყოს

მოკლედ,

ვნახოთ საითკენ წავა ეს ყველაფერი.

მე მაქსიმალური ახსნის, კონტაქტის, სოციალური ერთობის, სკოლებში თუ საეკლესიო ჯგუფებთან მისვლის, ახსნის მომხრე ვარ.

,,ამის დრო არ არისო,,

არის სრულიად ბეცი და სულელური ალიბი იმისთვის, რომ ადამაინებს აიძულო ის, რაც არ სურთ და არ ჰკითხო, რატომ არ სურთ.

არ იცის ყველამ ყველაფერი და არაა ასე მარტივად ახსნის საქმე.

თუმცა, ამ პრობლემის მოგვარების გზა მართლა მარტივია და ესაა ადამაინებთან მისვლა და კონტაქტი პიროვნული.

მოკლედ,

ვნახოთ საით და სად მიგვიყვანს ეს გზა.

მე ის უფრო მაინტერესებს, როდის დაიწყება ზეწოლა ორჯერ აცრილებზე, რომ მესამე აცრაა აუცილებელი?

ან მერამდენე წრეზე გავჩერდებით და ჩვენი ფეხის ნაკვალევს ერთი წამით მაინც გავაანალიზებთ.

გერმანია ჯერჯერობით აქტიურად ითმენს,

გროვდება ინდივიდუალური სარჩელები მოსწავლეების, მშობლების, ახალგაზრდების და ყველასი, ვინც თავს დისკრიმინებულად თვლის.

სხვათაშორის, აქ სულერთია ხარ თუარა აცრილი, ანუ, აცრილობა არ გზღუდავს სარჩელის შეტანაში.

ყველა ის იურისტი და დაახლოებით ნახევარი მაინც, ვინც პირად სარჩელს ამზადებს, აცრილია.

ამიტომაცაა ასე საინტერესო სლოგანი

,,აიცერი და მერე დაიცავი შენი ჯანმრთელობაც და თავისუფლებაც”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved