• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე სპეცსაშუალებებზე: დამერწუმენეთ, ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის

ალია ავტორი - ალია
12:08 12-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,117

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა ზიანი შეიძლება, მიადგეს ჯანმრთელობას ცრემლმდენი გაზის და წიწაკის სპრეის ხანგრძლივი გამოყენებით.

“მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს! როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების, ვაკვირდები მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ასი ათასობით მოქალაქე, რომლის მსგავსი მასშტაბის არ მახსოვს. სამწუხაროდ, უკვე მე-9 დღეა სახელმწიფო იყენებს, განსაკუთრებით თბილისში, სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ ძალას და დაპირისპირებულობა უკვე მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს. როგორც ექიმი და ათეული წლების განმავლობაში პიროვნება მდგარი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ძალიან განვიცდი ასეთ ესკალაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს დაეკისრება. პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს, როცა სამწუხაროდ, იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება და გვქონდა მსხვერპლი, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან. იყო მხოლოდ ერთჯერადი (ერთდღიანი) გამოყენება და დამერწმუნეთ, ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ექსპოზირებული ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იქნებიან ესენი მშვიდობიანი პროტესტანტები, ახლოში მცხოვრები მოსახლეობა თუ თვითონ სპეცრაზმელები. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, სასწრაფო დახმარების თუ საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი, ყველაფერს აკეთებენ ადამიანთა დროული სამედიცინო დახმარებისთვის, როგორც ყოველთვის. ისტორიულად, ასეთი ტიპის კრიზისების დროს სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მოწოდების დონეზეა, მაგრამ საჭიროა, აქციის მონაწილეებს რეგულარულად მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე (სულ მცირე N95 ნიღბები, ფიზიოლოგიური ხსნარი, წყალი კანის ზედაპირისა და სახის სწრაფი დამუშავებისა და ტანსაცმლის დეკონტამინაციისთვის, დაურიგდეს მათ ნაბეჭდი რეკომენდაციები, თუ როგორი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამ დროს და სისტემატურად ცხადდებოდეს ეს რადიოთი და სოციალური მედიით. ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა).

თვალს ნუ დავხუჭავთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის სულ უფრო და უფრო მწვავდება და ნუ შევიყვანთ მას გამოუვალ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძალიან რთული იქნება. კარგად იცით, რომ ეს ახარებს მხოლოდ ერთ ქვეყანას, ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც მუდმივი ქაოსი უნდა ამ ქვეყანაში და ნუ გავახარებთ მტერს. ჩვენი ნამდვილი მეგობრები გვთავაზობენ გამოსავლის რეალურ გზებს, რომ ჩვენ კვლავ დავრჩეთ დასავლურ ორბიტაზე და ხელიდან არ გაუშვათ ევრო და ჩრდილო – ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩენის რეალური შანსი. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას ქვეყნის განვითარების ამ გზაჯვარედინზე. ახალგაზრდობასთან ბრძოლაში ვერასოდეს ვერ და არ უნდა გაიმარჯვოს მამების თაობამ, ეს დიალექტიკის კანონია. ასეთი კრიზის დროს ძლიერმა უნდა დათმოს და ეს სისუსტის ნიშანი არ იქნება, პირიქით სიბრძნისა და სწორი სტრატეგიული ხედვის. კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია. მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია, ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ მტრებს!“,- წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved