• რეკლამა
  • კონტაქტი
11:58, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამერიკის კონგრესში ჩემს ამ მიმართვას კობახიძე და ის კაცის კაცის კაცი ღალატს ეძახიან” – რას წერს ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
16:43 09-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,834

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:

10 სექტემბერს ამერიკის კონგრესში ჩემს ამ მიმართვას კობახიძე და ის კაცის კაცის კაცი ღალატს ეძახიან და დარწმუნებული ვარ ნამდვილად ასე თვლიან, ვინაიდან მათ კლეპტოკრატიულ, დამნაშავე რეჟიმს სიკვდილივით ეშინია ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის.
🇺🇸🇬🇪 შეერთებული შტატები ყოველთვის იყო, და უნდა დარჩეს საქართველოს დემოკრატიის შეუცვლელ მოკავშირედ. ამ კრიტიკულ მომენტში მოვუწოდებ ამ კომისიას და ამერიკის კონგრესს განიხილონ შემდეგი ზომები:
1.
მიზნობრივი პასუხისმგებლობა: სანქციები და სავიზო შეზღუდვები უნდა მიემართებოდეს მმართველ ელიტას, მათ ოჯახებსა და დამხმარე ძალებს. არ დასაჯოთ ჩვეულებრივი ქართველები, დასაჯეთ ისინი, რომლებმაც მათ უღალატეს. მეტი სანქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მეტი სტიპენდია ქართველ ახალგაზრდობასა და სტუდენტებს.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო.
2.
საზოგადოების მხარდაჭერა: გაზარდეთ დახმარება დამოუკიდებელი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოძრაობებისთვის. დღეს ისინი საქართველოში დემოკრატიის მაცოცხლებელი ძალები არიან.
3.
მტკიცედ დადექით ქართველი ხალხის გვერდით: ნათელი გახადეთ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, და არა მმართველ პარტიას, რომელიც ამ ღირებულებებს ძირს უთხრის. საჯაროდ და განმეორებით დაადასტურეთ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული მომავლის მიმართ. რეჟიმის მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაეროში დასაცავად, ჩვენ გვჭირდება ღია კარი ნატოსა და ევროკავშირში.
4.
 მხარი დაუჭირეთ ორპარტიულ კანონმდებლობას – „მეგობარი აქტს“, რომელიც წარმოადგენს ზუსტად იმ სახის უწყვეტ და სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და რეფორმატორებს ამ რთულ პერიოდში გადარჩენაში. თანაბრად მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციები მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და დაუღალავად თანამშრომლობს ბოროტების ღერძთან, აშშ-ისა და დემოკრატიული ტრანსატლანტიკური პარტნიორების მტრებთან. „მეგობარი აქტი“ წარმოადგენს ყველაზე ძლიერ გზავნილს, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი აშშ-ის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ის უზრუნველყოფს ინსტრუმენტებს, რომ პასუხისგებაში მიეცნენ ისინი, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრიან და, მეორე მხრივ, გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები.
5.
ჩადეთ ინვესტიცია შუა დერეფანსა და კავშირგაბმულობაში: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ თუ ირანულ გავლენებს. შეერთებული შტატების ბიზნესსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა და მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს, დერეფნის ღიაობას, მდგრადობასა და დემოკრატიულობას. მხარი დაუჭირეთ აშშ-ის და მოკავშირეების ინვესტიციას შუა დერეფანში, საქართველოს შავი ზღვის პორტებში, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ენერგოტრანზიტში. ეს არ არის ქველმოქმედება: ეს არის ორმხრივად მომგებიანი სტრატეგია. დასავლურ ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ჩამაგრებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი წვდომა და გავლენა ევრაზიის გარშემო.
6.
გააღრმავეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: საქართველომ ავღანეთსა და ერაყში შეტანილი წვლილით აჩვენა, რომ იგი უსაფრთხოების საიმედო პარტნიორია. თავდაცვაში განახლებული თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნები და შავ ზღვაში უფრო ძლიერი შეკავების ზომები არ წარმოადგენს საჩუქარს – ეს ყოველივე ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციებია.
7.
და კიდევ ერთხელ, შეინარჩუნეთ ხალხთაშორისი კავშირები. სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები, კულტურული პროგრამები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ეს ყოველივე საქართველოს ახალგაზრდა თაობის პრო-დასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებს. ეს, საუკეთესო გზით, გრძელვადიანი მედეგობის მშენებლობა გახლავთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved