• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკელებთან ერთად ავღანეთს ქართველი ჯარისკაცებიც დატოვებენ

ალია ავტორი - ალია
19:46 04-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს ხელმძღვანელობით ავღანეთში მყოფი უცხოეთის ჯარები ქვეყანას სექტემბერში დატოვებენ. საუბარია 7 000 სამხედროზე, რომლებიც ავღანეთში მოქმედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიაში მსახურობენ.

გადაწყვეტილება, რომელიც ხანგძლივი განხილვის შემდეგ იქნა მიღებული, შეეხება ქართველ, ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ სამხედროებსაც, რომლებიც ნატოს ეგიდით მოქმედ მისიაში უკვე წლებია არიან ჩართულნი. ნატოს არაწევრი ქვეყნის სამხედროების რაოდენობა 7 000-მდეა, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა კი 2 500-ს აღწევს.

უცხო ქვეყნების ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება ბრიუსელში საჯაროდ დღეს გამოცხადდა. ამერიკელი სამხედროების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება კი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გუშინ გახდა ცნობილი. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ. ყველაზე ხანგძლივი ომი 20 წლის თავზე სრულდება. მისია ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში მყოფი უცხო ქვეყნის სამხედროების უსაფრთხოებასა და საჰაერო მხარდაჭერას ამერიკის საჰაერო ძალები უზრუნველყოფს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ მისია ყველამ ერთად დაიწყო და ახლა დადგა დრო, ის ყველამ ერთად დაასრულოს.

“მე აქ ვარ, რათა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან, ნატოს გენერალურ მდივანთან და ერთად დავტოვოთ ავღანეთი ისე, როგორც ერთად შევედით,”- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ნატოს ამჟამინდელი მისიის “მტკიცე მხარდაჭერის” განუყოფელი ნაწილია ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადება და აღჭურვა ისლამისტი თალიბანის წინააღმდეგ.

არაამერიკელი სამხედროების რაოდენობა ავღანეთში ყველაზე მაღალი 2008 წელს იყო, მაშინ მისიაში 40 000 ევროპის, კანადის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved