• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამდენი რუსია შემოსული, რომელიც არანაირად კონტროლდება” – რისთვის შეიძლება გამოიყენოს კრემლმა ისინი? – ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:38 04-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
274

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან საუბარში, განაცხადა:

დავუბრუნდეთ 15 დეკემბერს, დავივიწყოთ მანამდე რა მოხდა, 15 დეკემბერს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ამბობს, ჩემი გაკეთებულიაო, სცენაზე ადის, ზეიმობს, მეც მიხარია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უბრუნდება ევროპულ გზას. 

მეორე არის ფეხბურთი – გავიმარჯვეთ და სიმბოლურად, ერთი ნაბიჯით გადავდივართ ევროპაში, ასევე ხალხის, პოლიციელების, ვნახე ჩემი თვალით ეს არაჩვეულებრივი სიხარული.

არ გვაცალეს ეს გახარება, ერთობა, ვის აწუხებს? რომელი ლოგიკა მუშაობს? ხელისუფლებას არც იმ კანონის დაბრუნება სჭირდებოდა, არც ქალების კვოტების ამოღება, როცა ეს ითვლება ერთ–ერთ შესრულებულ პუნქტად, არც ცესკოს ცვლილება – ძალიან ბევრ რამეს არ გააკეთებდა, რომ უნდოდეს არჩევნებისთვის მომზადება და ამ გამარჯვებების გამოყენება მისთვის და ვის არ უნდა? რომ უნდათ ამათ გამარჯვება არჩევნებში – ამაში დარწმუნებული ვარ.

და ვის უნდა ჩვენი დასუსტება, ჩვენი და უკრაინის დაჯახება, ჩვენი დაქსასვა, ჩვენი ერთად არ დგომა? – რუსეთს. 

ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, კარი ღიაა, შემოაბიჯეთო, გერმანიის ელჩი გვეუბნება, წლის ბოლოს შანსი გაქვთ გაიხსნას მოაპარაკებებიო, მე ეს, პრეზიდენტი რომ გავხდი, არ დამესიზმრებოდა. 

ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები, როგორც ქვეყანას არაფერს ჩაგვიკეტავენ არჩევნებამდე, ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, ყველა თავის ადგილას უნდა იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე, რუსეთის გეგმაა ჯახი, არეულობა, დეტსაბილიზაცია, მერე მე დამაბრალებენ, თქვენ, ყველას – ეს არის საკმაოდ ადვილი, ამ ქვეყანაში ამდენი რუსია შემოსული, რომელიც არანაირად კონტროლდება, არც როცა ნარკოტიკის “იმად” გადაიქცნენ და არც სხვანაირად. არ ვამბობ, რომ ყველა ვინც შემოსულია, მტერია, ან აგენტი, მაგრამ უნდა კონტროლდებოდეს.

ახალგაზრდები გამოხატავენ და ძალიან ლამაზად გამოხატავენ, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მართებთ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved