• რეკლამა
  • კონტაქტი
05:34, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათზე აწერია” – უსუფაშვილი მმართველ გუნდზე

ალია ავტორი - ალია
11:06 01-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი “პალიტრასნიუსი” გადაცემაში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ვერ იაზრებს იმას, რომ აქ საუბარი სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზეა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. 

“ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ვინაიდან, მთავრობის წევრი ჰქვია, ევროპარლამენტარებს იქეთ უნდა შევუღრინოთ, აქ რა დასასვენებლად ჩამოდიხართ, თქვენ ვინა ხართ საერთოდ, რა ჭკუას გვასწავლით, ჩვენ ხომ რუსთაველის ქვეყანა ვართ? – ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათში აწერია, ვერ იაზრებს ეს ხალხი, რომ აქ საუბარია სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია,” განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, როგორც მან გადაცემაში “360 გრადუსი” საუბრისას განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” “ლელოს” მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რადგან ის ოპოზიციისგან იყო ინიცირებული.

“ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, მე პირადად შევხვდით ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს და შევთავაზეთ, ვთხოვეთ, ინიცირებულია პროექტი, დაიქცა ქვეყანა, ვხედავთ სადამდეა მისული. გახსენდებათ ამაზე უფრო ცხელი მოსამზადებელი პერიოდი? საქართველოში შემოჭრა უცებ მოხდა. ვერც კი გაიაზრა მსოფლიომ რა ხდებოდა. ყირიმშიც ასევე მოხდა. ასეთი რაღაცები ხდება, არცერთი დღე არ არის დასაკარგი. აგერაა პროექტი და სწრაფად დავიწყოთ მისი განხილვა საკომიტეტო მოსმენის დონეზე, რომ თებერვალში პირველივე შეკრებაზე მივიღოთ ეს რეზოლუცია. პასუხი იყო, რომ ეს ოპოზიციის ინიცირებულია და უმრავლესობას გაუჭირდება მასზე მხარდაჭერა. ვიკითხეთ, რომელიმე სიტყვა, წინადადება არ მოგწონთ? ერთი ცალი გვითხარით, დაადეთ ხელი. მაგრამ არა, იმიტომ რომ ოპოზიციისა.

ჩვენ არ ვაპირებთ, ასე ზერელედ და ბავშვურად მოვეპყრათ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს და იქვე ვუთხარით, გააკეთეთ ინიცირება პროექტის, თქვენი სტილით იყოს და ჩვენ იმას დავუჭერთ მხარს, ოღონდ სწრაფად ვქნათ ეს ყველაფერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, ვის მიერ იქნება ინიცირებული, არამედ რა წერია და რომ საქართველო ერთსულოვანია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved