ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში ქილით უფასო სასადილოს საკვები მიუტანა და თქვა:
“ჩემი მეგობარი სარგებლობს სოციალური უფასო სასადილოთი და დღეს სპეციალურად გამომატანა ეს თქვენთან, ბატონო კახი, იმიტომ, რომ ეს არის ის კვებითი რაციონი, რასაც სამწუხაროდ, 4 წლის განმავლობაში აჭმევთ ამ ადამიანებს. ამას თქვენ დაგიტოვებთ”
კახა კალაძე:
“დიდი ტყუილია, მატყუარაა, პარტიის სახეა, კალორაჟი დათვლილია დარგის სპეციალისტების მიერ, ცხადია, მეტი შესაძლებლობა რომ იყოს, სჯობს და თუ რა გაკეთდება მომავალში, ამაზე ყოველთვის ვესაუბრებით საზოგადოებას. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ჩვენ რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოგვიწია უარის თქმა, რათა რაც შეიძლება ბევრ ოჯახს დავხმარებოდით. ბევრი ახალგაზრდა გვედგა გვერდით, რომ ყველა იმ ოჯახში მივსულიყავით, ვისაც უჭირდა და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.”
კომენტარები