“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ანდრეი კირილენკო: ესეთი კაცი იყო ბრეჟნევის დროს დუმის დეპუტატი.75 წლის იყო და ასაკის გამო უკვე რაღაცეებს ურევდა. შეეცოდა ბრეჟნევს ხალხის დასაცინი, რომ არ გამხდარიყო და გაუშვა სამსახურიდან.თუმცა საცოდავი იმდენად იყო შეჩვეული სამსახურში სიარულს მთელი სამი წელი ყოველ დილით მიდიოდა და დაცვა რომ არ უშვებდა ბრაზდებოდა – სამსახურში მაგვიანდება შემიშვით თქვენ ნაძირლებო.
ყველა ასაკს თავის დამახასიათებელი თვისება აქვს.
არავინ იტყვის ბუბაზე ამ ქვეყანაში ცუდს და ნამდვილად მიხარია რომ ჩვენი ჯიშისაა. მარა რავი ხალხო გუშინ ვუსმინე და კაცი მაგარ შარშია გახვეული ხათრის გამო.
თან დგას ეხლა ეს ბინძური ბიდლო და სიბინძურეებს ლაპარაკობს.
რავი მე მგონი ამ ვირთხების რბოლაში ამ კაცის გაწირვა არაა კაი საქციელი.
კომენტარები