პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ისე ამ სხვა პარტიებს როგორ ყვარებიათ ნიკა მელია გაგიჟებას ვარ, ასე გაწირო თავი ნიკას თავისუფლებისთვის? მდაა მინიშნება: ვხუმრობ
1. 20 ივნისზე ამნისტია სამართალდამცავებსაც შეეხება, – შალვა პაპუაშვილი
– ანუ ნიკა მელია სისხლის სამართლის დამნაშავეებთან – თვალების დამთხრელებთან ერთად უნდა გამოუშვან…
2. 5 კომიტეტის თავმჯდომარეობის დათმობა გათვლილი იყო 60 ოპოზიციონერზე, 11 შემოსულზე ერთია გათვალისწინებული, – ირაკლი ქადაგიშვილი
– ანუ რაკი ყველა არ შემოდიხართ, აჰა თქვენ მეტი არ გეკუთვნითო…
3. მხოლოდ მელიას გირაოს გადახდის შემდეგ მივიღებთ ამნისტიას, – ირაკლი ქადაგიშვილი.
– ანუ ნიკას, რომელიც გირაოს არ იხდის, არ შეეხება ამნისტია.
4. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა – გიორგი რურუას შევიწყალებ მხოლოდ მაშინ, თუ ყველა მოაწერს ხელს დოკუმენტსო.
–ანუ არც გიორგი რურუა თავისუფლდება.
ის დროა, ძვირფასო ხელმომწერებო, საშლელებით შეცვივდეთ სადაც დოკუმენტი ინახება”
კომენტარები