• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ სიაში ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, ისეა შეყვანილი” – რა საფრთხემდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ივანიშვილის “თამაშმა”?

ალია ავტორი - ალია
22:25 04-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,360

მართალია, დღეს, დავით არახამიამ განაცხადა აშშ–ს და ევროკავშირს ვთხოვ, სანქციები დაუწესოს პირადად ბიძინა ივანიშვილსო, თუმცა, ჩვენი წყაროების მიხედვით, დიდი ხანია აშშ ამ სანქციების დაწესებაზე ფიქრობს.

რას წერდა, ივანიშვილის, ოცნების წევრებისა და რუსი ოლიგარქების მოსალოდნელ სანქცირებაზე “ალია”.

 

18 მარტი, ლევან ჯავახიშვილი, ალია

რუსეთი ივანიშვილისა და სხვა ქართველი ოლიგარქების მოკავშირეა, რადგან რუსეთში მათ მილიარდობით დოლარი აქვთ დაბანდებული. ბიძინა ივანიშვილს რუსეთში სხვა პირებზე გადაფორმებული უზარმაზარი ბიზნესი აქვს და რუსეთთან მცირედი უთანხმოება, დაპირისპირებაზე არაფერს ვამბობ, მათ ამ ბიზნესებს შეუქმნიდა საფრთხეს. აი, ეს არის რეალური მიზეზი, რომ საქართველო ჩვენი ტერიტორიების მიმტაცებლი, ოკუპანტი რუსეთის მოკავშირე გახდა და დღეს რუსეთის დუმისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენს ხელისუფლებას მადლობას უხდიან.

რა ხდება “ქართულ ოცნებაში” და შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე? ამის შესახებ “ალიას” ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული წყარო მოუთხრობს, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ:

“ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთი უკრაინას 3-5 დღეში მოუგებდა ომს და გადაწყვიტეს, წინასწარ დამდგარიყვნენ გამარჯვებულის მხარეს. თუმცა, ვითარება შეიცვალა და მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა რუსეთს. ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და შედეგების მიუხედავად, სულ მცირე, რუსეთი ეკონომიკურად დაუძლურდება და საბჭოთა კავშირის, ახალი რუსული იმპერიის აღდგენის პუტინისეული გეგმა სამუდამოდ დასამარდება. დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აღშფოთებულნი არიან საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოზიციით. ამას თავად “ქართულ ოცნებაში” ამბობენ გავლენიანი ლიდერები. მათგან ვიცი, რომ ამერიკა პირადად ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაადებს. დააყადაღებს მისი და მისი ოჯახის უძრავ-მოძრავ ქონებას ამერიკაში და საბანკო ანგარიშებს. მეტიც, პირდაპირ ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტს მაგიდაზე უდევს რუსი და ბელარუსი ოლიგარქების ახალი სანქციების სია და მათ მალე დაადებს სანქციას. ამ სიაში კი ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, ისეა შეყვანილი. დიდი შანსია, ამის მერე, ივანიშვილს სანქციები ევროკავშირმაც დაადოს. არავინ იცის, “ოცნების” ლიდერებიდან კიდევ ვინ მოხვდება ამ სიაში… ივანიშვილი რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ ამ ინფორმაციის შემდეგ რა მოძრაობები დაიწყო ხელისუფლებაში, ეს ვიცი. ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკასა და ევროპაში არსებულ ქონებას ნათესავებსა და მეგობრებზე აფორმებენ, მათზე, მათ ოჯახის წევრებზე არსებულ საბანკო ანგარიშებიდან თანხებს საჩუქრის სახით, მეგობრებსა და ნათესავებს, სანდო პირებს ურიცხავენ. ეშინიათ, რომ სანქციები მათაც არ შეეხონ, ამას თავად არ გამორიცხავენ. შეიძლება ითქვას, რომ “ქართულ ოცნებაში” დიდი პანიკაა. მეტიც, საქართველოში არსებული უძრავი ქონება, ბანკში შენახულ ფული სხვის სახელზე გადააქვთ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი, რომ დასავლეთი, თუ უკრაინაში რუსეთი დამარცხდა, საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას ხალხის ხელით არ მოიშორებს. ასეთ შემთხვევაში, ახალი, პროდასავლური ხელისუფლება, ცხადია, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს, სასათბურე პირობებში ბიზნესით ნაშოვნ ფულს მოჰკითხავს. ამიტომ, თადარიგს იჭერენ, რომ ეს ქონება და ფული ამ გზით შეინარჩუნონ” – განუცხადა “ალიას” წყარომ.

 

27 მარტი ლევან ჯავახიშვილი, ალია

 

“ალიას” წყარო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთ სახიფათო თამაშშია ჩართული, შესაძლოა, მისი ქმედებების გამო, საქართველოსაც დაუწესოს სანქციები დასავლეთმა და ამერიკამ. თურქეთმა და ევროპის ქვეყნებმა, ჩვენთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გადახედონ.

“საქართველოში ჩამოვიდა 30 ათასზე მეტი რუსი, მათი უმეტესობა ფულის გასანაღდებლად იყო ჩამოსული, რადგან რუსული ბანკები, ევროსა და დოლარს არ აძლევენ რუსეთის მოქალაქეებს. უმეტესობამ ფული მოხსნა ჩვენი ბანკებიდან და რუსეთში დაბრუნდა. ზოგი მშვიდობიანი რუსი დარჩება იქ, იყიდის სახლს და იცხოვრებს. ბევრს მართლა მობეზრდა პუტინის დიქტატურაში ცხოვრება. თუმცა, საქართველოში შემოვიდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ასეულობით ადამიანი. ისინი აქ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს აფუძნებინებენ იურიდიულ  პირებს და ამაში ფულს უხდიან. მიზანი მარტივია. კომპანია, რომლის დამფუძნებელიც ფიქტიურად საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველია, შეისყიდის ნებისმიერ ტვირთს საქართველოში, ამ ტვირთს კი შემდეგ  გაიტანს რუსეთში. საქართველო გახდება ფანჯარა, “შავი ხვრელი”  სანქცირებული რუსეთისთვის სხვა და სხვა სახის პროდუქციის მისაწოდებლად. ეს სქემა მალე ამუშავდება და ის ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობის  გარეშე ვერ იმუშავებს. ახლა, რუსებმა რამდენიც არ უნდა აფორმონ ფიქტიური კომპანიები საქართველოს მოქალაქეებზე, ეს არ გამოეპარებათ  ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის სპეცსამსახურებს. არ გამოეპარებათ არც რუსეთში გატანილი  ტვირთის მოძრაობა. ეს კი სანქცირებული რუსეთის ხელშეწყობა იქნება, ეს ომში ჩართვა იქნება. ამას ევროპა და ამერიკა, ასევე, სანქციებს მიერთებული სხვა  ქვეყნები, არ გვაპატიებენ და დაგვადებენ სანქციებს, გადახედავენ ჩვენთან გაფორმებული ნებისმიერი სახის ეკონომიკურ ხელშეკრულებას. მარტო ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა არ დაისჯება ამის შემდეგ. სანქციებს დაუწესებენ საქართველოსაც და ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდება” – განუცხადა “ალიას” წყარომ.

 

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved