• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ მედიკამენტს ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითარი გამართლება არა აქვს – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
20:18 06-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერილს ავრცელებს, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:

“ტოცილიზუმაბი სარწმუნოდ აუმჯობესებს გამოსავლებს COVID-19-ით მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში.

————————————————————————–

COVID-19-ით პაციენტებში გარდაცვალების მაჩვენებლის (ე.წ. CFR) მინიმუმამდე შემცირების და შესაბამისად, გადარჩენის მაჩვენებლის გაზრდისათვის ე.წ. სტანდარტული მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ინოვაციური მეთოდების და მიდგომების (რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტის პლაზმა, მონოკლონური ანტისხეულები, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა, და სხვ.) სწორ და დროულ გამოყენებას.

ე.წ. არასტანდარტული მედიკამენტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა (უმნიშვნელოვანესია) ინტერლეიკინ-6-ის (IL-6) რეცეპტორის საწინააღმდეგო სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულები – ტიცილიზუმაბი, რომელიც გამოიყენება COVID-19-ის დროს განვითარებული ე.წ. ციტოკინური შტორმის სამკურნალოდ.

ა.წ. იანვარ-თებერვალში გამოქვეყნებული დიდ ბრიტანეთში ჩატარებული სერიოზული კვლევების შედეგების მიხედვით სწორი გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას, პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობას და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას.

ჩვენ ტოცილიზუმაბს წარმატებით ვიყენებთ ჯერ კიდევ COVID პანდემიის ადრეული პერიოდიდან, თუმცა რიგი ობიექტური, თუ სიბიექტური მიზეზების გამო ამ მედიკამენტს ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითრი გამართლება არა აქვს.

გვინდა მოვიყვანოთ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი.

„ჩაფიძის გულის ცენტრის“ COVID კლინიკაში ა.წ. მაის-ივნისის თვეებში ტოცილიზუმაბით წარმატებით უმკურნალეს შვიდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს (ექვსი მათგანი გამოჯანმრთელდა და მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება კრიტიკულად მძიმე), რაც ძალიან კარგი შედეგია.

„ჩაფიძის გულის ცენტრი“ ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკაა, მაგრამ აქ 2020 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს COVID განყოფილება, რომელშიც ტოცილიზუმაბის გარდა წარმატებით იყენებენ სხვა თანამედროვე მიდგომებსაც – პაციენტების მართვა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით – ე.წ. high flow, რემდესივირი და სხვ. შედეგიც სახეზეა. კლინიკას აქვს COVID-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,46%) და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში ცენტრის სპეციფიკის გათვალისწინებით როგორც წესი ხვდებიან COVID ავადმყოფები გულის და ფილტვების მძიმე თანმხლები დაავადებებით.

ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ.

„ჩაფიძის გულის ცენტრის“ , ისევე როგორც ზოგიერთი სხვა COVID კლინიკის (ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, კლინიკა „ნიუ ვიჟენი“, კლინიკა „თბილისი ცენტრალი“ და სხვ.), წარმატებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტოცილიზუმაბი უფრო ფართედ უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის წამყვანი COVID კლინიკების მიერ, რა თქმა უნდა, ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved